რომ აგვიანებენ. კაი აჰა. მარა იცი რაშია საქმე? სასიამოვნო საღამოს რომ გაატარებთ გავიწყდება და ბოლოს მეგობარს შევხვდი და ისე დავაგვიანე, რომ დღემდე მრცხვენია. არასოდეს არ დამიგვიანია თუ მეხსიერება არ მღალატობს. მე ეს მახსენდება. ისიც ნუ მოლოდინის დროს ხდება, მერე გაგივლის.
დანარჩენზე რა შემიძლია ვთქვა, ეგეც მათი ბრალი არ არის მგონი. მამიკოებს პატარა გოგოები არ დაყავთ მდინარეზე ან ტბაზე სათევზაოდ, შეიძლება ვერც, ამიტომ კი ისე ჟღერს სექსისტურად მაგრამ რომ თქვა ქალებს არ აინტერესებთ თევზაობაო, სრულიად სამართლიანი იქნება.
ველოსიპედით ქალაქგარეთ გასეირნება რომ მოინდომო, ორი წელი ვერ იპოვნი გოგოს, ხზ გლდანში ვერ ვიპოვნე.

ერთადერთხელ მახსოვს მამკოდაში ვიყავი და მაშინ ვიღაც ეშვებოდა ზემოდან. ანუ გოგო ველოსიპედით პრინციპში ერთხელ დავინახე.
ეს გამაღიზიანებელი არ არის, ასე პირდაპირ, მაგრამ უცნაურია და სტერეოტიპს გიყალიბებს. ხო, მაინც სტერეოტიპია, იმიტომ რომ გიკვირს, იმიტომ რომ ამბობ თევზაობა არ უყვართ გოგონებსო.
ბიჭები ერთმანეთს უფრო ხშირად აღიზიანებენ და თან ისე რომ ნუღარ იტყვი. ზოგჯერ ფატალურად სრულდება.
სამწუხაროდ ქმრის ან ყოფილი ქმრის მსხვერპლი ქალების რაოდენობაც არ ვიტყოდი ბევრია მეთქი მაგრამ საერთოდ ან ეგ რატომ არის ან ის პირველი. რაღაც თუ განგვასხვავებს ისეთი რაც სქესობრივია, ზედაპირზე ვამბობ რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც ჩამოვთვალე ეს არის ზედაპირული მაგრამ ძალიან აუცილებელია გართობა და თან მრავალფეროვანი უნდა იყოს ეს გართობა. თორემ ისე სიძულვილით თუ რამე გძულს და ეს იმ და მხოლოდ იმ სქესის დამახასიათებელია, სულელი ხარ.