ტყუილად დროს დაკარგავ, მე საქმე არ მაქვს, მატარებელს ველოდები და რაც მეტ სისულელეს დავწერ უფრო სწრაფად გავა დრო, აი ვუაბშე არაა სასაცილო.
სასაცილო როგორ იქნება, მავნებლობა იყო.
მოკლედ ყველას სძინავს პოლიციის, ჩემსა და ერთი ძალიან ძალიან დაღლილი გოგოს გარდა, რომელიც DB საინფორმაციოში ზის და ხელისგულზე ჩემოდებული ნიკაპი ყოველ ჩაყვინთვაზე უსხლტება ხელიდან.
კაი ნახევარი საათი ვაკვირდებოდი შორიდან, ბოლოს ადგა ეს გოგო და პოლიციელს სთხოვა, დარჩი მე მაკდონალდში გადავალ და მალე მოვალო,
წავიდა ეს გოგო, ბევრი იარა თუ ცოტა, გადასერა მთელი სადგური და მეორე მხარეს დონალდის ზავიძენიიდან კაი გემრიელი ნაყინით დაბრუნდა.
პირველი კოვზი რომ გალოკა სიამოვნებისგან თვალები განაბა და გაეღიმა.
მოკლედ მივუახლოვდი და :-
-შულდიგუნგ ფხაუ ზიგფხიდ, შრეხენ ზი ინგლიშ.
-ოფქორზ, ჰაუ ქენ აი ჰელფ იუო, თან ნაყინისკენ გაურბის თვალი.
მე კიდევ არ ვეშვები და ველაპარაკები, რომ მისი წყეული კომპანიის გამო გავწამდი უკვე მეორედ და მაიტა საჩივრის წიგნაკი და რამე რუმეები, კაროჩე ჩეპეა მეთქი, 10 წლიანზე წავალ.
ბილეთი მანახეო.
მეთქი ტელეფონი დაჯდა და მან გაიყოლა, შედი კომპში მოიძიეთქვა
რა გქვიათ ბატონოო
ვხედავ, ნაყინი ნელნელა თხევად მასად იქცევა და ეს გოგოც ბრაზობს. კაი ხანი ჩალიჩის მერ
ვერ ვპოულობ ეგეთსო.
-მეთქი რათქმაუნდა ვერ იპოვი, ბილეთი არ მიყიდია, სულ სხვა რამ მაინტერესებს.
ნაყინი უკვე რძეა, მაგრამ საწყალს მაინც გაურბის თვალი.
რა გაინტერესებთ ბატონოო?
აი ძალიან კი მეუხერხულება ამის თქმა, თანაც თქვენი ნაყინი ზუსტად იმას ჰგავს რაც ჩემს კუჭს არ ასვენებს, და ხომ ვერ მიმასწავლით ტუალეტი სად არის აქთქო?
დედას მაგინებს გულში, თვალებზე ეტყობა, ალბათ გაზის კამერაში ვარ უკვე მის წარმოდგენებში.
-კიდევ ერთხელ გიხდით, ბოდიშს, ალბათ მეც გავბრაზდებოდი, ჩემი ნაყინი რომ ვინმეს აი იმისთვის შეედარებინა, ხვდებით ალბათ რაზე ვამბობ, ო მაინ გოთ აი ემ სოუ სორი

და გამოვბრუნდი, ხმა გავიგე ნაგვის ყუთში როგორ ჩაუძახა და რაღაც ნეცენზურნი სიტყვებით ბუტბუტებდა.
აბა სხვა რითი უნდა გაერთო შუა ღამით.