ლექსი დავწერე, მაგრამ არ მგავდა, წავშალე,
ქალი დავხატე, ვენებს იჭრიდა, ვაცალე,
სამართებელზე მზერით თვალს ვჭრიდი, ვაწამე,
მიწა შიოდა, მე კი სიმართლე ვაჭამე,
მწარე ყოფილა, ცრემლები ვასვი, დავცალე,
მითხრა: „წამოვალ, სული ცოტა ხანიც მაცალე“...
ლექსი დავწერე, მე მგავდა, აღარ წავშალე,
სული ავუშვი, გული გავრეცხე, გავთალე,
დავჭერი, რწმენის ნაფლეთი გადავაფარე,
ქალი დავხატე შიშველი, თმა გავუშალე.

)
This post has been edited by <<Innamorata>> on 1 Feb 2019, 00:19