#54316493 · 5 Mar 2019, 01:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
t-90
QUOTE | ხოდა მაგის გამოსვლა მაგიტომ მინდოდა რო თავისივე ხალხი (ნუ ან ჩემივე ხალხი) აუხსნიდა რაში შეცდა და ბოდიშსაც მოახდევინებდა. |
რაზედაც გითხრა უარი. იდეაში ხალხი და საქმის გარჩევები არ უნდა გჭირდებოდეთ ორ ზრდასრულ კაცს, რომლებსაც უკან რაღაც გაგაჩნიათ: ოჯახი, შვილები, მეუღლე და ა.შ. ერთი ერთზე შეხვედრაც სრულიად საკმარისია ასეთი გაუგებრობის მოსაგვარებლად იმიტომ, რომ რეალურად რის გამოც მოგივიდათ კონფლიქტი არ უნდა საჭიროებდეს ამხელა ამბავს.
QUOTE | დალშე ამას უტყდება ახალ ბოდიშის მოხდა და კაი ტიპობად მიაჩნია და მარკების ჩაწერა უნდა და მე ჩემს ხარჯზე არ ვაწერინებ ქულებს. |
გეხვეწები...
აბსოლუტურად არ აქვს მაგას მნიშვნელობა. თუმცა, არამგონია უტყდებოდეს. უბრალოდ არ თვლის საკუთარ თავს შენს წინაშე დამნაშავედ და აქვს თავისი სიმართლე. შენი საქციელიც არანაკლებ მეტყველებს იმაზე, რაშიც პაბლოს დებ ბრალს. შემიძლია დავაკონკრეტო, მაგრამ თავს შევიკავებ გასაგები მიზეზებით. იმ თემაზე აპელირება, რომ პაბლოს საქციელის დაკიდებით, რადგან არ უნდა კაცს სიტუაციის გასერიოზულება და ვერ დააძალებ თუ პრინციპულად სადმე არ დაუსატკავე, შედეგად პასუხგაუცემელს დატოვებ მას და იმის დარდი გაქვს, რომ ამის ფონზე სხვა იუზერი თამამად მისცემს თავს უფლებას შეურაცხყოფა მოგაყენოს, არ არის სწორი. რატომ? კაცს გაუგზავნე შენი საკონტაქტო პირადში? გაუგზავნე. შესთავაზე შეხვედრა და დალაპარაკება? შესთავაზე. ამ ყველაფერზე მიიღე უარი? მიიღე. ოფიციალური ვერსიით შენ უკან არ დაგიხევია და მზად იყავი საკუთარი ღირსება დაგეცვა. ამ გადმოსახედიდან შენ მინუსში არ ხარ. ვერავინ იტყვის, რომ შეურაცხყოფა მოგაყენეს და შენ პასუხი არ გაეცი. ამას გეუბნები, როგორც კაცი კაცს და არა როგორც მოდერი იუზერს.
სიჯიუტეს თუ გვერდზე გადადებ და გაიაზრებ ნათქვამს და რაც არაერთმა ადამიანმა უკვე გითხრა, იქნებ მიხვდე არც ისეთ მუქ ფერებში რომ არის საქმე, როგორც ამას შენ ხედავ.
თემას ვხურავ. დროა დასრულდეს. სხვა თემაში თუ განაგრძნობ ამ ამბის განხილვას და ვნახავ, არ აქვს მნიშვნელობა წესებს დაარღვევ თუ არა, მიიღებ ვორნს და ავტომატურად ბანს, რაც ჩემი სურვილი არ არის. ტექნიკურად ასეა მოწყობილი 100%-ზე. შენი საქმის შენ იცი. ეს იყო საბოლოო სიტყვიერი გაფრთხილება ჩემი მხრიდან.
--------------------
I am pure, I am true I am all over you I am laugh, I am smile I am the earth defiled
https://www.youtube.com/watch?v=OPqV4ipyMsg
|