neocybermanთედო, რა დაგიწერა ისეთი სნეგირმა, ეგრე რომ გეპასუხა ?
არ შეიძლება ასე უბრალოდ არაფრის გამო ლანძღო და აგინო იუზერებს.
პიკაპამდე ელემენტარული მოქცევის წესები უნდა ისწავლო და დაუწერელი მამაკაცური სამყაროს კანონები უნდა დაიცვა.
შენი სახე უკვე ყველა ფორუმელმა იცის და ქუჩაში რომ გადაგეყაროს ის იუზერები, რომლებსაც ასე არაფრის გამო აგინებ და აუგად მოიხსენიებ ხელებ გაშლილი არ შეგხვდებიან და მერე პიკაპის ვიდეოებიდან მიღებული ცოდნა ვერ გიხსნის.
იმდენს თუ ხვდები, რომ ისეთ რაღაცას აკეთებ რის გამოც შეიძლება გცემონ და პატრულის იმედი გაქვს, იმას რატომ ვერ ისაზრებ, რომ ცუდს შვები და მაგიტომ გემუქრება ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე ?
შენ თვითონ არ წერ რაც გაგიცანით იმას, რომ ფულს ელოდები და გაზაფხულიდან იწყებ ?
სხვისი დაცინვა არ არის სწორი თედო, მაგრამ ადამიანის ბუნება ესეთია, სამწუხაროდ, თუმცა შენს შემთხვევაში საკუთარ თავს შენ თვითონ დასცინი და სხვებს არ დაუწყიათ ეგ ცირკი. ზოგჯერ კიდე იუმორის მიღება უნდა შეგეძლოს, სნეგირმა რაც დაგიწერა ეგ ხუმრობა იყო, რაც არ იმსახურებდა ეგეთ მკვეთრ რეაქციას.
ბევრმა ადამიანმა გამოგიწოდა აქ დახმარების ხელი, მაგრამ შენ ძირითადად აგინებ ხოლმე ხალხს მერე და ამიტომ, რომ აღარ გპასუხობენ პოზიტიურად, ნუ გიკვირს.
რამის გაკეთება თუ გინდა დღესვე დაიწყე და არა გაზაფხულზე, რომელიც არ გელევა. საპენსიო ასაკს რომ მიუკაკუნებ კიდევ გაზაფხულს დაელოდები ? მერცხალი ხარ თედო ?
ვიცი არ დამიჯერებ, მაგრამ მაინც დაგიწერე ეგება სასწაული მოხდეს: შეეშვი ამ პიკაპს და ილუზიებს. პატარა სამსახური იშოვე ჯერ, სადაც გამოცდილებას შეიძენ და ხალხს გაიცნობ და ცოტა ფულსაც იშოვი, რითაც შენს მშობლებს იმედს გაუჩენ და გულს გაუხარებ. ამას დავუმატოთ ის, რომ როდესაც საკუთარი შრომის შედეგად გამომუშავებულ ფულს გემოს გაუსინჯავ მოტივაციაც მოგეცემა. და ბოლოს, ნორმალურ გოგოსაც გაიცნობ და ოჯახსაც შექმნი.