ასე, 12 - 13 წლის რომ ვიყავი თითქმის ყოველდღე ვყიდულობდი მინიმუმ თითო კასეტას... ზოგჯერ ოთხსაც და ხუთსაც. ნუ, ამაში უმრავლესობა ლარნახევრიანი კასეტები იგულისხმება, გადაწერილ გადმოწერილი რომ იყო ხოლმე და ტრეკლისტი ყდას არ ემთხვეოდა... ყველაზე მაგარი ის იყო, გადამწერი რომ ამატებდა ხოლმე თავისი გემოვნებით რაღაცეებს

"Blackmore's Night"-ის კასეტა ვიყიდე ერთხელ და ყდაზე 14 სიმღერა ეწერა,,, კასეტაზე იყო 23

მერე ამ კასეტებს ღამით მაგნიტოფონში ვდებდი, მაგნიტოფონს კიდევ ლოგინში ვიწვენდი და ერთად გვეძინა

კასეტების საკმაო ნაწილს უბრალოდ, სათაურის და გარეკანის მიხედვით ვირჩევდი, მაგრამ ნამდვილად ძალიან იშვიათად თუ შევმცდარვარ. ის "შავი სერია" თუ იცის ვინმემ, ყდაზე შავ ფონზე ოქროსფერი ლაქასავით რომ იყო და იმ ლაქაზე ჯგუფის სახელი რომ ეწერა? ნუ მოკლედ, ასე, ორ წელიწადში 500მდე კასეტა დავაგროვე.
ახლა კი კომპიუტერმა და მპ3-მა კასეტები მართლაცდა ოფსაიდში დატოვა... წელიწადში რამდენჯერმე თუ გამოვიღებ კარადიდან... რაში გადავყარე ამდენი ფული
This post has been edited by Thandrus on 22 Feb 2009, 01:45