
ჯოჯრ ჰარისონი პეტი ბოიდზე ქორწინდება
(George Harrison marries Pattie Boyd)
10.00 სთ, 1966 წლის 21 იანვარი (47 წლის წინ)
ორწლიანი თავშეკავებული რომანის შემდეგ, ჯორჯ ჰარისონი პატრიცია ენნ ბოიდზე დაქორწინდა, სურეის საგრაფოს ეპსომის სარეგისტრაციო ოფისში.
„მერი კვანტის მოვარდისფრო-მოწითალო ნარევი აბრეშუმის კაბა ვიყიდე, რომელიც მუხლამდე ჩამოდიოდა. ფეხზე ნაღებისფერი წინდები და მკვეთრი წითელი ფეხსაცმელი მეცვა. იანვრის სიცივის გამო, მოსხმული მქონდა ასევე მერი კვანტის წითელი მელას ბეწვის ქურქი, რომელიც ჯორჯმა მაჩუქა. მან [მერი კვანტმა] ჯორჯს ლამაზი შავი მონლღოლური ბატკნის ბეწვის ქურქი შეუკერა.
ცერემონია დილით ადრე, სურეიში, ეპსომის სარეგისტრაციო ოფისში გაიმართა. მაინცდამაინც ყველაზე მიმზიდველი ადგილი არ ყოფილა, ოთახიც ძალიან ცხელი და პერსონალით სავსე იყო. იქ იყვნენ ბრაინ ეპსტაინი და პოლ მაკარტნი, რომელიც ჯორჯის საუკეთესო მეგობარი გახლდათ. სხვა მხრივ ესწრებოდა ოჯახი - დედაჩემი, ნათესავ პენი ევანსთან ერთად, რომელიც ბავშობაში ხშირად იყო ხოლმე ჩემს სიახლოვეს. კოლინი, ჯენი, პაულა, დევიდი და ბოო, ჯორჯის მშობლები და ძმა. ძია ჯონმა, დედაჩემის ტყუპისცალმა, საჩუქარი გამიკეთა.“ (პეტი ბოიდი, "Wonderful Tonight")
ჯონ ლენონი და რინგო სტარი დასასვენებლად იყვნენ წასულები და ქორწილს ვერ დაესწრნენ.
„ეს არ იყო ქორწილი, რომელზეც მიოცნებია - ძალიან მინდოდა ქორწილი ეკლესიაში მქონოდა, მაგრამ ბრაიანს არ სურდა დიდი თავყრილობა მოგვეწყო. ბიჭები უყოყმანოდ ენდობოდნენ, ამიტომ როცა თქვა წყნარი სარეგისტრაციო ოფისი ჯობიაო, ჯორჯი დათანხმდა. ასევე დაამატა, რომ ყველაფერი საიდუმლოდ უნდა მომხდარიყო - თუ პრესა გაიგებდა ყველაფერი ქაოსში გადაიზრდებოდა...
ოფისიდან გამოვლისას ფოტოები მაინცდამაინც ბევრი არ გადაგვიღეს. გამოვედით და ვხედავთ ქუჩაში ათობით პრესის ფოტოგრაფი ჩამწკრივებულიყო, არადა ამ „საიდუმლოსთვის“ რამდენი გაკეთდა.“ (პეტი ბოიდი, "Wonderful Tonight")
ბედნიერმა წყვილმა ოფისი როლს-როის პრინცესით დატოვა და ეშერში, ჯორჯის ბუნგალოს სტილის სახლში - კინფაუნსში წვეულებაზე გამერთა. მომდევნო დღეს პრესკონფერენცია ქონდათ. თაფლობის თვის გასატარებლად კი, 8 თებერვალს ბარბადოსზე გაფრინდნენ.