მე დავიწყე ბიოგრაფიის შედგენა.
თუ მოგწონთ, მითხარით და გავაგრძელებ, თუარადა რავიცი, რაც გინდათ ის ქენით

აი:

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 1881 წელს დანიელმა დრამერმა Lars Ulrich-მა (ლარს ულრიხი) ამერიკის 1-1 ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება იმის თაობაზე, რომ მას უნდოდა ჯგუფის შექმნა და ესაჭიროებოდა ჯგუფის წევრები. ამ სტატიას გამოეხმაურა გიტარისტი James Hetfield (ჯეიმს ჰეთფილდი). ჯეიმსს ჰყავდა ბასისტი მეგობარი, სახელად Ron McGovney (რონ მაკგოვნი), რომელსაც შესთავაზა მასთან და ლარსთან ერთად ჯგუფში დაკვრა. შემდგომ მათ გიტარაზე დაემატათ Dave Mustaine (დეივ მასტეინი) და შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც სჭირდებოდა სახელი.
ლარსის მეგობარმა რონ ქუინტანამ სთხოვა მას, დახმარებოდა სახელის შერჩევაში მისი ახალი ჟურნალისთვის, რომელიც ამერიკული და ბრიტანული მეტალ-ჯგუფების შესახებ იქნებოდა. რონს უკვე ჰქონდა მოფიქრებული რამდენიმე სახელი: Metallica, Metal Mania და Hesse. ლარსმა ჩათვალა, რომ „მეტალიკა“ შესანიშნავი სახელი იქნებოდა მისი ჯგუფისთვის და რონს არ ურჩია ჟურნალისთვის ასეთი სახელწოდების დარქმევა. ასე ეწოდა ჯგუფს „მეტალიკა“.
სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, რონს ხშირად ჰქონდა უთანხმოება ლარსსა და დეივთან, რის გამოც 1982 წლის 12 დეკემბერს მან ჯგუფი დატოვა და მისი ადგილი დაიკავა გენიალურმა ბასისტმა Cliff Burton-მა (კლიფ ბარტონი) (R.I.P.), მიუედავად იმისა, რომ მან პირველ შეთავაზებას მეტალიკაში დაკვრასთან დაკავშირებით ცივი უარი სთხლიშა.
ცოტა ხანში მეტალიკაში კიდევ მოხდა ცვლილება: ლასმა და ჯეიმსმა გადაწვიტეს, რომ დეივი ჯგუფიდან გაეშვათ (ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო). დეივმა ჯგუფი 1983 წლის პირველ აპრილს დატოვა და მისი ადგილი იმ საღამოსვე დაიკავა ცნობილი Thrash Metal ჯგუფიდან Exodus მოწვეულმა გიტარისტმა Kirk Hammett-მა (კირკ ჰემეტი). ამ ცვლილების შემდეგ დეივ მასტეინმა შექმნა ჯგუფი სახელად Megadeth.
ამ დროისთვის მეტალიკას შემადგენლობა ასეთი გახლდათ:
James Hetfield - ვოკალი, გიტარა
Kirk Hammett - მთავარი გიტარა
Lars Ulrich - დრამი
Cliff Burton - ბას გიტარა
და ზუსტადაც რომ ამ შემადგენლობით ჩაიწერა პირველი ალბომი, რომლისთვისაც თავიდან "Metal Up Your Ass" უნდა დაერქმიათ, მაგრამ ჯგუფის ლეიბლსა და დისტრიბუტორებს შორის კონფლიქტის გამო ალბომს სახელი შეუცვალეს და უწოდეს "Kill 'Em All".

მასში შესულია 10 ტრეკი:
1. "Hit the Lights"
2. "The Four Horsemen"
3. "Motorbreath"
4. "Jump in the Fire"
5. "(Anesthesia) Pulling Teeth" (Instrumental)
6. "Whiplash"
7. "Phantom Lord"
8. "No Remorse"
9. "Seek & Destroy"
10. "Metal Militia"
This post has been edited by MaR1_ShaGraTh on 29 Sep 2010, 16:47
Pursue happiness with diligence.