ურევს ფორუმი და რომ ვერ გავიგე, რა გავაკეთე (ჩასწორებას ვგუისხმობ), წავშალე

აჰა

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 1981 წელს დანიელმა დრამერმა Lars Ulrich-მა (ლარს ულრიხი) ამერიკის 1-1 ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა განცხადება იმის თაობაზე, რომ მას უნდოდა ჯგუფის შექმნა და ესაჭიროებოდა ჯგუფის წევრები. ამ სტატიას გამოეხმაურა გიტარისტი James Hetfield (ჯეიმს ჰეთფილდი). ჯეიმსს ჰყავდა ბასისტი მეგობარი, სახელად Ron McGovney (რონ მაკგოვნი), რომელსაც შესთავაზა მასთან და ლარსთან ერთად ჯგუფში დაკვრა. შემდგომ მათ გიტარაზე დაემატათ Dave Mustaine (დეივ მასტეინი) და შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც სჭირდებოდა სახელი.
ლარსის მეგობარმა რონ ქუინტანამ სთხოვა მას, დახმარებოდა სახელის შერჩევაში მისი ახალი ჟურნალისთვის, რომელიც ამერიკული და ბრიტანული მეტალ-ჯგუფების შესახებ იქნებოდა. რონის უკვე ჰქონდა მოფიქრებული რამდენიმე სახელი: Metallica, Metal Mania და Hesse. ლარსმა ჩათვალა, რომ „მეტალიკა“ შესანიშნავი სახელი იქნებოდა მისი ჯგუფისთვის და რონს არ ურჩია ჟურნალისთვის ასეთი სახელწოდების დარქმევა. ასე ეწოდა ჯგუფს „მეტალიკა“.
სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, რონის ხშირად ჰქონდა უთანხმოება ლარსსა და დეივთან, რის გამოც 1982 წლის 12 დეკემბერს მან ჯგუფი დატოვა და მისი ადგილი დაიკავა გენიალურმა ბასისტმა Cliff Burton-მა (კლიფ ბარტონი) (R.I.P.), ეს ყველაფერი კი ასე მოხდა: ჯეიმსი და ლარსი ესწრებოდნენ ჯგუფ Trauma-ს კონცერტს და მოისმინეს კლიფის დაკრული, მისი ვინაობაც გაარკვიეს, იმ საღამოსვე დაუკავშირდნენ და მეტალიკაში გადმოსვლა შესთავაზეს, კლიფი თანახმა იყო, მაგრამ ერთი პირობით: მეტალიკა ლოს ანჯელესიდან კლიფის ქალაქში - სან ფრანცისკოში უნდა გადაბარგებულიყო, ლარსი და ჯეიმსი რონის ზურგს უკან კაი ხანი აწარმოებდნენ კლიფთან მოლაპარაკებას და ბოლოს ეს ამბავი გასკდა (რონის მეგობარმა გოგომ შემთხვევით მოისმინა ჯეიმსის და კლიფის საუბარი), ეს რომ გაიგო რონიმ, მეტალიკას წევრები აქეთ გამოყარა თავისი გარაჟიდან (სადაც ჯგუფს რეპეტიციები ჰქონდა). ჯგუფის წევრებს სხვა აღარაფერი ქონდათ დარჩენილი და გადაბარგდნენ სან ფრანცისკოში ბარტონთან

ცოტა ხანში მეტალიკაში კიდევ მოხდა ცვლილება: ლარსმა და ჯეიმსმა გადაწვიტეს, რომ დეივი ჯგუფიდან გაეშვათ (ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო). დეივმა ჯგუფი 1983 წლის პირველ აპრილს დატოვა და მისი ადგილი იმ საღამოსვე დაიკავა ცნობილი Thrash Metal ჯგუფიდან Exodus მოწვეულმა გიტარისტმა Kirk Hammett-მა (კირკ ჰემეტი). ამ ცვლილების შემდეგ დეივ მასტეინმა შექმნა ჯგუფი სახელად Megadeth.
ამ დროისთვის მეტალიკას შემადგენლობა ასეთი გახლდათ:
James Hetfield - Vocals, guitars
Kirk Hammett - Lead Guitars
Lars Ulrich - Drumms
Cliff Burton - Bass
და ზუსტადაც რომ ამ შემადგენლობით ჩაიწერა პირველი ალბომი, რომლისთვისაც თავიდან "Metal Up Your Ass" უნდა დაერქმიათ, მაგრამ ჯგუფის ლეიბლსა და დისტრიბუტორებს შორის კონფლიქტის გამო ალბომს სახელი შეუცვალეს და უწოდეს "Kill 'Em All".

მასში შესულია 10 ტრეკი:
1. "Hit the Lights"
2. "The Four Horsemen"
3. "Motorbreath"
4. "Jump in the Fire"
5. "(Anesthesia) Pulling Teeth" (Instrumental)
6. "Whiplash"
7. "Phantom Lord"
8. "No Remorse"
9. "Seek & Destroy"
10. "Metal Militia"
1984 წელს ჯგუფმა ჩაწერა მეორე სტუდიური ალბომი "Ride The Lightning", რომელმაც მეტალიკას ფანების რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა.

შესულია 8 ტრეკი:
1. "Fight Fire with Fire"
2. "Ride the Lightning"
3. "For Whom the Bell Tolls"
4. "Fade to Black"
5. "Trapped Under Ice"
6. "Escape"
7. "Creeping Death"
8. "The Call of Ktulu" (Instrumental)
გაცდა მეტალიკა პატარა კლუბებსა და სკოლებში დაკვრას (ლარსის სკოლაში ჩატარებული კონცერტი) და ჯერ 1985 წლის 17 აგვისტოს ინგლისში Monsters of Rock-ის ფესტივალზე 70 000 მსმენელის წინაშე წარსდგა და დიდი ფურორიც მოახდინა, შემდეგ კი კალიფორნიაში Day on the Green-ის ფესტივალზე 60 000 კაცი გაჟღენთა ენერგიითა და მათდამი სიყვარულით განაწყო.
ჯგუფის მესამე სტუდიური ალბომი გახლავთ 1986 წელს გამოშვებული "Master Of Puppets", ეს პირველი ალბომი იყო ჯგუფის იმ დროისთვის მცირე დისკოგრაფიაში, რომელმაც ოქროს მედალი აიღო. ასევე, მუსიკის კრიტიკოსებმა ეს ალბომი 1-1 საუკეთესო Thrash Metal ალბომად "შერაცხეს".

ტრეკლისტი:
1. "Battery"
2. "Master of Puppets"
3. "The Thing That Should Not Be"
4. "Welcome Home (Sanitarium)"
5. "Disposable Heroes"
6. "Leper Messiah"
7. "Orion" (Instrumental)
8. "Damage, Inc."
1986 წლის 27 სექტემბერს, Damage Inc. ტურნეს დროს ევროპაში ჯგუფის წევრები კარტს თამაშობდნენ, რათა გაერკვიათ, ვინ ვის საძინებელში დაიძინებდა ავტობუსში. კლიფმა მოიგო და არჩია ჰემეტის საწოლში ძილი. სტოკჰოლმისკენ მიმავალ გზაზე დორარპის მახლობლად, შვედეთში, ავტობუსის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა, ავტობუსი მოცურდა და რამდენჯერმე ამობრუნდა. ჯეიმსმა, ლარსმა და კირკმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს, ხოლო კლიფი ფანჯრიდან გადმოვარდა და ავტობუსის ქვეშ მოყვა. ამწეს, რომელიც ავტობუსს წევდა, ბაგირი გაუწყდა და ავტობუსი მეორედ დაეცა კლიფს... ჯეიმსი იხსენებს:
«მე ვხედავდი როგორ იწვა იგი ავტობუსის ქვეშ. მახსოვს, ავტობუსის მძღოლი ცდილობდა გამოეძრო გადასაფარებელი მის ქვეშიდან, რათა დანარჩენებს გამოგვეყენებინა. აქ მე წამოვუყვირე: „ხელი არ ახლო, შენი დედაც!“ მე მზად ვიყავი მომეკლა იგი. არ ვიცი ნასვამი იყო თუ არა. ვიცი მხოლოდ, რომ ის საჭესთან იჯდა და კლიფი უკვე აღარ იყო...»

კლიფის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფის მოღვაწეობის გაგრძელება სათუო იყო. ხანგძლივი ბჭობის შედეგად კირკმა, ლარსმა და ჯეიმსმა გადაწყვიტეს, რომ კლიფის სურვილი იქნებოდა ჯგუფს მოღვაწეობა გაეგრძელებინა. მის სავარაუდო სურვილს პატივი სცეს, მისი მშობლებისგან დალოცვაც მიიღეს და შეუდგნენ ახალი ბასისტის ძებნას. 40-ზე მეტმა ბასისტმა სცადა კლიფის ადგილის დაკავება, მაგრამ საბოლოოდ ეს Flotsam and Jetsam-ის ბასისტმა, Jason Newsted-მა (ჯეისონ ნიუსტიდი), მოახერხა კლიფის გარდაცვალებიდან 3 კვირის თავზე, 1986 წლის
28 ოქტომბერს.
ჯგუფმა განაგრძო ტურნე და ევროპის "გახურების" შემდეგ ლარსის ავტოფარეხში მოაწყო მუსიკალური სტუდია, სადაც ჩაწერა სხვა ჯგუფების სიმღერების ქავერები. ივლისში გამოიცა E.P. "Garage Days Re-Revisited", სადაც შესულია ეს სიმღერები. ამავე წელს გამოიცა ფილმი "Cliff 'Em All", სადაც აღწერილია კლიფის გატარებული სამი წელი მეტალიკაში, შესულია კლიფის ბას სოლოები და სახლში გადაღებული ვიდეოები და სურათები.
1988 წლის სექტემბერში გამოვიდა მეტალიკის რიგით მეოთხე, კლიფის გარდაცვალებიდან პირველი სტუდიური ალბომი "…And Justice for All".

ტრეკლისტი:
1. "Blackened"
2. "...And Justice for All"
3. "Eye of the Beholder"
4. "One"
5. "The Shortest Straw"
6. "Harvester of Sorrow"
7. "The Frayed Ends of Sanity"
8. "To Live Is to Die"
9. "Dyers Eve"
ალბომს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად.. მიაღწია მეექვსე ადგილს ბილბორდ 200-ში. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვდა. გამოსვლიდან ცხრა კვირის შემდეგ ალბომს მიანიჭეს პლატინის სტატუსი.
ალბომში ნიუსტიდის ბას პარტიები თითქმის არ ისმოდა, მისი მუსიკალური იდეები დაიგნორდა (თუმცაღა, წვლილი მიუძღვის ალბომის პირველი სიმღერის "Blackened" დაწერაში]. ბევრმა ფანმა ჩათვალა, რომ ეს სპეციალურად გააკეთეს, როგორც რეაქცია კლიფის სიკვდილის შემდეგ, ან როგორც ნიუსტიდის დაცინვა. უფრო სარწმუნოა ვერსიები, რომლებიც ჰეთფილდმა და ულრიხმა დაასახელეს ინტერვიუებში; ჰეთფილდმა აღნიშნა, რომ ჯეისონი ხშირად არ ესწრებოდა შეკრებებს, რის გამოც იგი ამ პროცესზე ვერ იმოქმედებდა; ლარსმა კი შენიშნა, რომ ნიუსტიდის ბას-გიტარა იმეორებდა ჰეთფილდის რიტმ-გიტარის პარტიებს.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომი ფანებმა და პრესამ აღფრთოვანებით მიიღო, ალბომის პროდიუსირება მაინც გააკრიტიკეს.. ულრიხის დრამები ისმოდა ძალიან ყრუდ და გიტარები სუსტად. ალბომის მხარდსაჭერად მეტალიკამ ჩაატარა მსოფლიო ტურნე Damaged Justice (მარტო აშშ-ში ჯგუფმა ჩაატარა 120 კონცერტი). გამოუშვეს ოთხი სინგლი, მათ შორის: "Harvester Of Sorrow" და "One".
კრიტიკის მიუხედავად, მეტალიკის პირველი ალბომი, რომელიც გრემის დაჯილდოების ნომინაციაზე წარადგინეს, იყო "...And Justice for All", კატეგორიაში „საუკეთესო ვოკალური ან ინსტუმენტული მძიმე როკ/მეტალ შესრულება“. მეტალიკა მიიჩნეოდა ფავორიტად ამ კატეგორიაში. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად გრემი მიიღო ჯგუფ ჯეთრო ტალის ალბომმა "Crest of a Knave". ამან დიდი აურზაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ფანებსა და პრესაში. გამარჯვებული ჯგუფი, რომელსაც ბევრი არც კი თვლიდა მძიმე როკ/მეტალ ჯგუფად, დაჯილდოების ცერემონიალს არ დაესწრო, რადგან მატ პროდიუსერს სჯეროდა, რომ მეტალიკა გაიმარჯვებდა. სამი წლის შემდეგ ამავე ცერემონიაზე, როცა ჯგუფს გადასცეს გრემი სიმღერისთვის "Enter Sandman", ლარსმა ირონიულად მადლობაც გადაუხადა ჯეთრო ტალს: «ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჯეთრო ტალს, რომ ამ წელს არ გამოუშვა ალბომი.»
ალბომის გამოშვების შემდეგ, მეტალიკამ გადაიღო თავისი სადებიუტო მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე "One". კლიპში მოქმედება ხდება მიტოვებულ საწყობში და ასევე ადევს მომენტები ფილმიდან "Johnny Got His Gun". სალიცენზიო გარიგების ნაცვლად, მეტალიკამ სრულად შეიძინა საავტორო უფლებები აღნიშნულ ფილმზე. შედეგად ფილმის DVD ვერსია არ გამოსულა, მასზე შთაბეჭდილება ფართო აუდიტორიას მხოლოდ მეტალიკას გარემიქსებული ვერსიიდან ექმნება. 1999 წელს "One"-ის ვიდეომ MTV-ის ჩარტში „ყველა დროის 100 საუკეთესო ვიდეო“ 38-ე ადგილი დაიკავა..
მომდევნო ალბომის ჩასაწერად 1990 წლის ოქტომბერში მეტალიკა მივიდა სტუდიაში One on One ჩრდილოეთ ჰოლივუდში. პროდიუსერად დაიქირავეს ბობ როკი. ალბომი Metallica, რომელიც ასევე ცნობილია შავი ალბომის სახელითაც.

ტრეკლისტი ასეთია:
1. "Enter Sandman"
2. "Sad but True"
3. "Holier Than Thou"
4. "The Unforgiven"
5. "Wherever I May Roam"
6. "Don't Tread on Me"
7. "Through the Never"
8. "Nothing Else Matters"
9. "Of Wolf and Man"
10. "The God That Failed"
11. "My Friend of Misery"
12. "The Struggle Within"
ალბომი სამჯერ ჩაიწერა. მის მუსიკალურ მიმართულებასა და ჟღერადობაზე ბობ როკსა და ჯგუფის წევრებს შორის გამუდმებული დავის გამო ჩაწერის პროცესი წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა და მისმა ღირებულებამ ერთ მილიონ დოლარს მიაღწია. ალბომმა მოხსნა წინა ალბომების ყველა რეკორდი და პირველ ადგილს მიაღწია ბილბორდ 200-ში, პირველივე კვირას 650 000 ეგზემპლარი გაიყიდა, 15-ჯერ მიენიჭა პლატინის სტატუსი აშშ-ში. ალბომის ჩაწერის პროცესი და შემდგომი ტურნეები ასახულია დოკუმენტურ ფილმში A Year and a Half in the Life of Metallica.
1991 წლის აგვისტოდან 1993 წლის ივლისამდე ჯგუფმა ჩაატარა 300-ზე მეტი კონცერტი. 1991 წლის სექტემბერში ჯგუფი გამოდიოდა სცენაზე მოსკოვში ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიცაა: AC/DC, პანტერა და სხვები. მსოფლიო ტურნეს შემდგომ მეტალიკამ მოიწყო არდადეგები ერთი წლით.
1993 წელს ჯგუფმა გამოუშვა პირველი ცოცხალი ალბომი სახელწოდებით "Live Shit: Binge & Purge".
mike d შენი მოწოდებული ინფოც ჩავამატე
This post has been edited by MaR1_ShaGraTh on 29 Sep 2010, 20:18