აჰა ესეც ჩემგან, ჩაამატეთ პირველ პოსტში <3ჯგუფის შესახებ:
M83 — ფრანგული ელექტრონული ჯგუფი ანტიბიდან. ჩამოყალიბდა 2001 წელს ენტონი გონსალესისა და ნიკოლას ფრომაჟუს მიერ. სახელწოდება შეიძინა სპირალისებრი გალაქტიკის Messier 83 მიხედვით. ჯგუფის მუსიკაზე გავლენა იქონია შუგეიზის ჟანრმა. მათ სიმღერებს ახასიათებს ექოს ეფექტების გამოყენება და ხმაურიანი ინსტრუმენტალური ფონის თანხლებით შესრულებული ნაზი ვოკალი, თუმცა მათში შუგეიზის სხვა ჯგუფების სიმღერებთან შედარებით ნაკლები გიტარა გამოიყენება. გონსალესისა და ფრომაჟუს გზები Dead Cities, Red Seas & Lost Ghosts-ის ტურნეს დროს გაიყარა. მაშ შემდეგ ენტონი სტუდიაში მარტო მუშაობს, მაგრამ ხშირად ეხმარება მას თავისი ძმა იან გონსალესი, მორგან კიბი (ვოკალი/კლავიშები) და ლუიშ მაურინი (დასარტყამები).
2001 წლის გაზაფხულზე M83-მა გამოუშვა ამავე სახელწოდების ალბომი, რომელმაც ვერ შეძლო ევროპის ფარგლებს გარეთ განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა, სანამ 2005 წელს Mute Records–მა მსოფლიო მასშტაბით ხელახლა არ გამოსცა იგი. 2003 წლის გაზაფხულზე გამოიცა მათი მეორე ალბომი Dead Cities, Red Seas & Lost Ghosts (ჩრდილო ამერიკაში 2004 წლის ზაფხულში), რომელმაც ფართო კრიტიკული აღიარება მოიპოვა. Dead Cities-ის მსოფლიო ტურნეს შემდეგ ჯგუფი დატოვა ნიკოლას ფრომაჟუმ. გონსალესი კი დაბრუნდა სტუდიაში და ჩაწერა ჯგუფის მესამე ალბომი Before The Dawn Heals Us, რომელიც 2005 წელს გამოიცა. ამავე წელს M83-მა მოამზადა ბლოქ ფერთის სიმღერის, „The Pioneer“–ის რემიქსი, რომელიც ასევე შესულია ფერთის რემიქს ალბომში - Silent Alarm Remixed. M83-მა ასევე შექმნა Placebo-ს „Protège-Moi“–ის, Goldfrapp–ის „Black Cherry“, Depeche Mode–ის „Suffer Well“–ის, Van She–ის „Kelly“ რემიქსები.
2006 წელს, Before The Dawn Heals Us–ის ტურნეს შემდეგ გონსალესმა განაგრძო სტუდიაში მუშაობა, იკვლევდა ჯგუფის ძველ კომპოზიციებს და იმ მუსიკალურ მიმართლებებს რომელიც ჯგუფის დაარსებასთან ერთად გამოიკვეთა. მან დაიწყო დიდი ემბიენთ კომპოზიციების კრებულის ჩაწერა, ეს ყველაფერი იწერებიდა ენტონის სახლის სტუდიაში, რის შედეგადაც მივიღეთ Digital Shades Vol.1 რომელიც 2007 წლის სექტემბერში გამოვიდა. ალბომს ამშვენებდა ლორენტ ფეტიშის ემბიენტური ილუსტრაციები.
Saturday = Youth, ჯგუფის მეხუთე სტუდიური ალბომი გამოიცა 2008 წლის აპრილში. ამჯერად ალბომზე მუშაობდნენ კენ თომასი, (ცნობილი როგორც თანაავტორი ჯგუფებისა: Sigur Rós, The Sugarcubes, Boys in a Band, Cocteau Twins და Suede) ივენ პიერსონ (Tracey Thorn, The Rapture და Ladytron–ის პროდუსეი) და ასევე მორგან კიბი The Romanovs-დან. ალბომის ჩაწერისას აქცენტი კომპოზიციურ სტრუქტურასა და ფორმაზე გაკეთდა. როგორც გონსალესმა შემდგომ განაცხადა, სტილი და გავლენა 80იანი წლების მუსიკიდან მოდიოდა: "მე ვფიქრობ რომ 80იანები იყო ბრწყინვალე პერიოდი მუსიკის ისტორიაში. ეს იყო ერთერთი მიზეზი რომ მე 80იანებს მივუძღვენი ჩემი ალბომი, ასევე მივუძღვენი ჩემს თინეიჯერობას, თან აღსანიშნავია ისიც, რომ ალბომის მთავარი თემაც სწორედ ამაზეა. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს". ალბომიდან ოთხი სინგლი გამოიცა 2008 წელს: „Couleurs“ თებერვალში, „Graveyard Girl“ აპრილში, „Kim & Jessie“ ივლისში და „We Own the Sky“ დეკემბერში. 2008 წელს რედ ბულმა და სნოუბორდისტმა ტრევის რაისმა გამოიყენეს სიმღერა „We Own the Sky“ ფილმ „That's It That's All“–ის დასაწყისად. ამავე წელს M83-მა და Maps-მა ითანამშრომლეს და ერთანეთის თითო რემიქსი ჩაწერეს. M83-მა იმუშავა „To The Sky“–ზე, ხოლო Maps-მა „We Own the Sky“–ზე.
2008 წლის დეკემბერში M83 მხარდამჭერი ჯგუფის სახით გამოდიოდა Kings of Leon–ის ბრიტანულ ტურნეზე. 2009 წლის იანვარსა და თებერვალში The Killers-ის კონცერტეზე აშშ–ს ტურნეზე. ასევე Depeche Mode-ის Tour of the Universe-ზე იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. ივლისში ჯგუფი გამოვიდა Fuji Rock Festival-ზე, რომელიც იაპონიაში გაიმართა. ასევე ოჰაიოში, Wexner Center-ში, რომლის დროსაც გონსალესსა და დაცვის წევრს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. მოგვიანებით ენტონმა ამაზე ბოდიში მოიხადა თაყვანისმცემლების წინაშე.
2010 წლის 5 ივლისს გამოიცა Gilles Marchand–ის ფილმის Black Heaven-ის საუნდტრეკ–ალბომი, რომელიც შეიცავდა M83-ის მიერ ჩაწერილ ორ ახალ კომპოზიციას, „Black Hole“ და „Marion's Theme“. ალბომში ასევე შევიდა ემანუელ დორლანდოს, მუნ დეილისა და ჯონ & ჯენ–ის კომპოზიციები. ენტონის დამოკიდებულება ჩანაწერებისადმი საკმაოდ ნეგატიური იყო, რამაც მუსიკა უფრო დეპრესიული გახადა.
2011 წელს გონსალესმა დაიწყო მუშაობა ახალ კომპოზიციებზე შემდეგი ალბომისათვის, რომლის გამოცემაც წლის ბოლოს იგეგმებოდა. მისი თქმით ეს კომპოზიციები იყო ბნელი, იდუმალი და "ძალიან ძალიან ძალიან ეპიკური". ჟურნალ Spin-თან ინტერვიუში მან განაცხადა: "ეს იქნება ორმაგი ალბომი, რომლის მთავარი თემაა ოცნებები, ის თუ რამდენად განსხვავდება ოცნებები ბავშვობაში, მოზარდობისას და ზრდასრულობისას. მე ვამაყობ ამ ალბომით, მგონია, რომ როდესაც აკეთებ ძალიან გრძელ ალბომს, სიმღერები განსხვავებული და მრავალფეროვანი უნდა იყოს და ვფიქრობ ეს გამომივიდა". ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო მორგან კიბიმ, ბრედ ლეინერმა Medicined–დან, ბასისტმა ჯასტინ მელდალ–ჯონსონმა Nine Inch Nails-დან და Zola Jesus–მა.
Hurry Up, We're Dreaming არის გონსალესის პირველი ორმაგი ალბომი, რომლის ჩაწერის სურვილი The Smashing Pumpkuns–ის Mellon Collie and the Infinite Sadness–ის მოსმენისას გაუჩნდა. მაგრამ იცოდა, რომ ეს ადვილი არ იქნებოდა. "მე მსურდა ჩამეწერა ელექტრონული ალბომი, მაგრამ, ამასთანავე არც ძალიან გრძელი. ორმაგი ალბომი ჩემი ძალიან, ძალიან დიდი ხნის ოცნებაა და ვიგრძენი რომ მზად ვარ ამ ნაბიჯის გადასადგმელად". ხმის და შექმნის პროცესის განხილვისას მან თქვა: "ალბომი ჩაიწერა როგორც საუნდტრეკი წარმოსახვითი ფილმისა, სხვადასხვა გარემოებით, ატმოსფეროებით, ტემპებით, ინსტრუმენტებითა და ორკესტრირებით. როდესაც ალბომს ვქმნი, ყოველთვის ნოსტალგია მამოძრავებს, მელანქოლია წარსულისა და მოგონებებისადმი".
2011 წლის 19 ივლისს „Midnight City“ სინგლის სახით გამოიცა, რომლის გადმოწერაც ჯგუფის ვებ–გვერდიდან უფასოდ იყო შესაძლებელი. 2011 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ ამარიკასა და ევროპაში M83 მხარდამჭერი ჯგუფის სახით გამოდიოდა პეტ გროსის Active Child-ის ტურნეზე.
ალბომმა მესამე ადგილი დაიკავა Pitchfork–ის 2011 წლის 50 საუკეთესო ალბომში. სინგლმა „Midnight City“-მა კი პირველ ადგილს მიაღწია საუკეთესო 100–ში.
5 აგვისტოს ჯგუფი გამოვიდა Osheaga Festival-ზე, რომელიც მონრეალში გაიმართა.
წევრები:
ენტონი გონსალესი
იან გონსალესი
მორგან კიბი
ლუიშ მაურინი
ჯორდან ლაური
დისკოგრაფია:
April 2001 - M83
April 2003 - Dead Cities, Red Seas & Lost Ghosts
Jan 2005 - Before the Dawn Heals Us
Sept 2007 - Digital Shades Vol. 1
April 2008 - Saturdays = Youth
Oct 2011 - Hurry Up, We're Dreaming
სინგლები:
2002 - Slowly / Sitting
2003 - Run into Flowers
2003 - 0078h
2004 - America
2004 - A Guitar and a Heart / Safe
2005 - Don't Save Us from the Flames
2005 - Teen Angst
2008 - Couleurs
2008 - Graveyard Girl
2008 - Kim & Jessie
2008 - We Own the Sky
2010 - Black Hole
2011 - Midnight City
2012 - Reunion
ჯგუფის ოფიციალური გვერდი: www.ilovem83.com
www.myspace.com/m83
წყარო http://post-maroon3d.blogspot.comცალკე საიტის გაკეთებასაც ვგეგმავ ამათზე, რიევიცი რიევიცი
This post has been edited by kote91 on 26 Oct 2012, 19:34