მე მომწონს ძველი მუსიკა (რენესანსი) და ახალი.
ბახი გიტარაზე არ მიტაცებს იმიტომ რომ უბრალოდ არ იკვრება ისე, როგორც საჭიროა და მე მესმის.
აი პრელუდია ფუგა და ალეგრო რომაა. მაგის ისე დაკვრა როგორც საჭიროა, არის კატასტროფა.
უბრალოდ არ მიყვარს დაკვრის დროს მუშაობა

ვერ ვიტან-ბარიოსს, ტარეგას, ტორობას, ტურინას და რამოდენიმე მსგავს კომპოზიტორს

კიდე სიამოვნებით ვუკრავ კლასიკას. კლასიკიდან ყველა ნაწარმოები და კომპოზიტორი არ მომწონს, მაგრამ მაინც ვუკრავ

ისე თანამედროვე მუსიკაზე ვერ დაგეთანხმები. მე თანამედროვე არ მომწონს იმდენად, რამდენადაც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის და 70-იანი წლების მუსიკა. თანამედროვედან ალბათ ორ სამ რამეს თუ დავასახელებდი რაც მომწონს. ჩემი ორი საყვარელი ნაწარმოები არის - Benjamin Britten "Nocturnal" და Frankf Martin "Qadre Pieces Breves".