აუ ეს თემა მე გავხსენი სამი წლის წინ

იუზერის პაროლი დავკარგე და ვერ აღვადგინე სამწუხაროდ

რა კარგია რო ეს თემა კიდე ცოცხლობს.
თემის გახსნიდან დღემდე საკმაოდ დიდი კოლექცია შევაგროვე ფირფიტების თბილისში ტანჯვა-წვალებით. ეხლა ბრუკლინში ვცხოვრობ სადაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ჩანაწერი, მარტო ჩემ უბანში 2 დიდი მაღაზიაა ფირფიტების და ძველმანების ბაზრობაზე რო გახვიდე 2-5 დოლარამდე ნებისმიერ ფირფიტას იყიდი.
ძაან საინეტერესო ფაქტია რო თბილისში დასავლური ფირფითები ისეთივე ხელმიუწვდომელია როგორც კომუნიზმის დროს

როცა დასავლური ფიტფიტები ერთეულების პრივილეგია იყო. ფირფიტები უცხოეთიდან ჩამოქონდათ სუხიშვილებს და ძალიან ძვირად ყიდიდნენ
მაღაზიებში რა ხთება კოლეგებო? ისევ 50-100 ლარად ყიდიან 10$იან ფირფიტებს??
კიდე ის მახსოვს რო სონის მაღაზიაში ფირფიტების საკრავს რომელიც მსოფლიოს ყველა სონის ცენტრში 99$ ღირდა თბილისში 299$ად ყიდდნენ, და როცა სონის ცენტრალურ ოფისს მივწერე მითხრეს რო თბილისში ოფიციალური სონის წარმომადგენელი არაა და უახლოესი კიევშია.
მოკლედ კომიზმი წავიდა სპიკულიანტები დარჩნენ

მეგობრებო თუ რამე ფირფიტა გინდათ ამერიკიდან მომწერეთ PM-ში და დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ყოდვაში და გამოგზავნაში.
ადიოს ამიგოს!