კ ი ტ ა რ ო
კიტარო -Kitaro-ბრწყინვალე შემოქმედი,უდიდესი ხელოვანი...
ნამდვილი სახელია მასანორი ტაკაჰაში .დაიბადა 4 თებერვალს 1953 წლის,იაპონიის მხარე(პრეფექტურა) ტოიოჰაშში. ბავშვობა სოფელში გაატარა. მშობლიურ მხარეში,ბუნებასთან სიახლოვემ და სიყვარულმა განაპირობა მისი მუსიკის ასეთი ჟღერადობა,მრავალფეროვნება, ჩანს ეროვნული სახე,ისმის ბუნების ხმები: ჩიტების ჭიკჭიკი,ქარის ქროლვა, ზღვის ხმა...
უმაღლეს სკოლაში სასწავლებლად ა.შ.შ-ში გაემგზავრა.იქ თვითონ ისწავლა ელექტროგიტარაზე დაკვრა,თავის მეგობრებთან ერთად შექმნა ჯგუფი Albatross -ი და აქვე შეარქვეს სახელი კიტარო,იაპონური მულტფილმის პერსონაჟის სახელი. მოგვიანებით “კლავიშებიან ინსტრუმენტზე“დაიწყო დაკვრა.ჯგუფმა მოკლე ხანი იარსება.
1970-1976 წლებში, ფუმიო მიოშიტამ შექმნა ჯგუფი: „შორეული აღმოსავლეთის საოჯახო ორკესტრი“ –“Far East Family Band” , სადაც უკრავდა კიტარო.მათ რამოდენიმე ალბომი ჩაწერეს (2–დან 5 –მდე),ჯგუფის წევრები ყველა აზიელები იყვნენ.
ამავე პერიოდში გერმანიში ყოფნისას კიტარომ გაიცნო კლაუს შულცი,რომელიც ელექტრონულ მუსიკას უკრავდა, იყენებდა სინთეზატორს,სხვადასხვა ხმების მისაღებად.სწორედ ამის შემდეგ ჩაუღრმავდა კიტარო სინთეზატორის დაკვრას.
პირველი სოლო ალბომი კიტარომ ჩაწერა 1978 წელს “Ten Kai” (Tenka) - (სამოთხე, წმინდა ცა),შემდეგ მოყვა 1979 წელს “From the full moon story”(სავსემთვარეობის ისტორია) და ასე წარმატებულად აგრძელებს თავის საქმეს დღესაც.
პირველ მეუღლეს დაცილებულია , მეორე ცოლი შეირთო და მათ ორი შვილი ყავს.
ამჟამად კიტარო კოლორადოს შტატში ცხოვრობს, მაღალმთიან სოფელში, იაპონური სოფელი ააშენა,ხმაურისაგან და ცივილიზაციისგან შორს, ყავს თავისი ორკესტრი,ქმნის მუსიკას,ხატავს...
კიტარო–„მე ვიპოვე ჩემი ადგილი ბუნებაში,სამყაროში,როცა პატარა ვიყავი, შინაგანად ჩემს ფიქრებში,უნივერსალისტი ვიყავი. (ჰარმონიულს,სრულყოფილს ეძებდა).
„მიყვარს კლასიკური მუსიკა,ის სურათს გავს,როკ მუსიკა ძალა და ენერგიაა,მუსიკით ჩვენ ვგრძნობთ,აღვიქვამთ სამყაროს...“
„ჩემი მუსიკა სულიერია,გრძნობა –ყველაზე მთავარი ელემენტია ჩემს მუსიკაში“
ამ დიდებულ ხელოვანს, მუსიკალური განათლება არ აქვს,ნოტებიც არ იცის,ბევრ ინსტრუმენტზე უკრავს,ორკესტრს ხელმძღვანელობს,მუსიკის ჩაწერის თავისი მეთოდი აქვს–ნახატების სახით იწერს...
მას ბუნებამ დიდი მუსიკალური განათლება და ცოდნა მისცა...
( ჩემის აზრით,ასეთ შემთხვევებში ნოტები სულაც არ არის საჭირო, არც კონსერვატორია და არც მუსიკალური სასწავლებელი,გენიოსებს ეს არ ჭირდებათ.)
კიტარო – „ომი დედამიწაზე გარედან არ მოდის, ის ადამიანებისგან გამოდის,რომელთაც ის შიგნით აქვთ,მე მინდა შევქმნა ისეთი მუსიკა,რომელიც მათ გაანთავისუფლებს ასეთი მდგომარეობისაგან."
http://bin.ge/file/48776/Kitaro-harmonia-1.rar.html(აქ კიტაროს თორმეტი მუსიკაა,ნაკრები რომელსაც ჰარმონია დავარქვი,ჯერ ეს...