ცოტათი შემაგვიანდა განხილვა, მაგრამ აი, მეც მოვედი

ალბომის პირველი სიმღერა, Nail On The Head, თავისი სწორხაზოვანი რიტმითა ბლუზური ატმოსფეროთი ჯგუფის Head First-ისდროინდელ პერიოდს მოგვაგონებს. თუმცა მაშინდელი ჰიპებისაგან განსხვავებით აქ ჰამონდ-ორღანია ჩართული, რაც ჟღერადობას უფრო სოლიდურს ხდის. არაა ცუდი დასაწყისი, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. მითუმეტეს, თუ წინა რამდენიმე ალბომის ულტრაენერგიულ გამხსნელ სიმღერებს გავიხსენებთ, რომლებიც მთელს სახლს აზანზარებდა (Against The Odds, Between Two Worlds და განსაკუთრებით გიჟური Wake The Sleeper).
შემდეგი, I Can See You, უკვე კლასიკური Uriah Heep-ია. დინამიკური, ჰამონდით გაჟღენთილი და რაც მთავარია, ისეთი ულამაზესი, დასამახსოვრებელი მისამღერით, რომლის დაწერა მხოლოდ ამ ჯგუფს ძალუცს... ერთი ამოსუნთქვით ისმინება ეს 4-წუთიანი სიმღერა!
Into The Wild-საც, ფაქტიურად, წინა სიმღერისდარი ღირსებები აქვს, თუმცა აქ ემოცია უფრო მეტად დრამატულია. 2:24-იდან რომ გადასვლა იწყება, ის ძალიან მომწონს... რაღაცით ეს სიმღერა Deep Purple-ს „Mad Dog”-ს წააგავს.
Money Talk-ის მთავარი ნაწილი ცოტათი უცნაურ რიტმზე და განმეორებად ბლუზურ ფრაზაზეა აგებული (დაახლოებით ისეთზე, როგორზეც კოვერდეილისდროინდელი DP-ს სიმღერების უმრავლესობა შენდებოდა), რაც დიდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მაგრამ ამ სიმღერის პლუსი დასკვნითი, ინსტრუმენტული ნაწილია, რომელიც ძალიან საინტერესოა.
I'm Ready კარგი, სოლიდური სიმღერაა.
შემდეგ მოდის Trail Of Diamonds… შესავალი მელოდია Wetton-ის “Battle Lines”-სას ჰგავს. ამის შემდეგ, ლამაზი ბალადური ნაწილი ვითარდება. უცებ ამ სიმშვიდეს არსაიდან შემოვარდნილი თემა არღვევს და ენერგია იწყებს ამოხეთქვას. შემდეგ ისევ ბალადური ნაწილის მოკლე რეპრიზა და ამას მოყვება ულამაზესი ქორალი... მოკლედ, ჩემთვის ეს სიმღერაა შედევრი და დისკზე, უდავოდ, საუკეთესო.
Southern Star ალბომს ისევ საშუალო ენერგიისა და რიტმის გზაზე აბრუნებს. Uriah Heep-ს უკეთესი სიმღერებიც დაუწერია, მაგრამ არც ესაა ურიგო - სასიამოვნო მელოდია და განსაკუთრებით, 2:10-იდან რომ გადასვლა იწყება, ისაა ლამაზი.
Believe დიდად არ მომწონს. სიმღერა ვითომ ენერგიული, მაგრამ ძალიან ზედაპირულია (‘cause when you believe it, then it will happen… - ჰო... ). მოკლედ filler-ია.
იგივე შეიძლება ითქვას Lost-ზე. აქ ჯგუფმა საერთოდ, ექსპერიმენტებს მიმართა: lead ვოკალზე შოუს მაგივრად დანარჩენები არიან. თუმცა ეს თავისთავად, არაა დასაწუნი და სიმღერასაც რამდენიმე საინტერესო ინსტრუმენტული სეგმენტი აქვს, მაინც საბოლოო ჯამში, მოსაწყენია.
T-Bird Angel-იც, Believe-სავით ზედაპირული და არაფრისმთქმელია.
ამ სამი არცთუისე ძლიერი სიმღერის შემდეგ მოდის ძალიან ლამაზი Kiss Of Freedom. აქაც, ჯგუფი მათ მთავარ იარაღს, ფანტასტიკურ მისამღერებს იყენებს. ისეთი მელოდიაა, რომ ერთხელ მოსმენის შემდეგ საუკუნე გემახსოვრება. ბოლოშიც, რათქმაუნდა, ჰამონდის საფირმო სოლო

) ისევ, unique Heep experience.
ბოლო სიმღერა, Hard Way To Learn, ჩემთან ბონუს ტრეკადაა გაფორმებული. სიმართლე გითხრათ, ალბომის თავდაპირველ გამოცემაზე ტრეკის ბონუსად გამოშვება რას ემსახურება (ალბათ წინა ალბომის სესიებს მორჩა). თვითონ სიმღერა ძალიან მომაგონებს Shelter In The Rain-ს Sonic Origami-დან; ის სიმღერა მირჩევნია, მაგრამ ესეც არაა ცუდი.
როგორ შევაფასოთ ალბომი? საბოლოო ჯამში, Wake The Sleeper-ივით შთამბეჭდავი ნამდვილად ვერაა, მაგრამ აქაც საკმარისადაა ძლიერი სიმღერები. საუკეთესოებია
I Can See You, Trail Of Diamonds და Kiss Of Freedom-ია, რომელსაც თამამად მივუმატებდი ჯგუფის კლასიკურ რეპერტუარს.
პრობლემებზეც ვისაუბროთ: წინა ალბომთან შედარებით, აქ გაცილებით ნაკლები ენერგიაა. Wake The Sleeper-ში ყველა სიმღერაში ცეცხლი ენთო (იმდენიც კი, რომ ზოგიერთებს არ მოეწონათ

) ) აქ კი, ხშირად ჯგუფი საშუალო ტემპს სჯერდება. თუმცა ამის წყალობით, ზოგჯერ მელოდიური მხარე უფრო მეტად წარმოჩნდება ხოლმე. ამის გარდა, მგონია რომ ალბომი ცოტათი ნაჩქარევად მომზადდა. რიგი სიმღერების უკეთესი არანჟირება შეიძლებოდა, ზოგი სიმღერა კი უბრალოდ filler-ია. მართალია, წინა ალბომიდან 2 წელიწადზე მეტი იყო გასული, მაგრამ, როგორც ვიცით ჯგუფი ძალიან ტურნეებით ძალიან დატვირთული იყო და ეს ალბომიც, ფაქტიურად, თებერვალში დაანონსდა. დაახლოებით ასეთი პრობლემა ჰქონდა VDGG-ს „Trisector”-ს. ეს გამოსწორებადია

თან ჯგუფის ამ ნაბიჯსაც თავისებური გამართლება აქვს - მათ გარკვეული ტემპის შენარჩუნება უნდათ - არ უნდათ რომ შემდეგი ალბომი ისევ 10 წლის შემდეგ გამოვიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კიდევ ჩაწერენ ახალ ალბომს და ცოტათი უფრო მეტი ყურადღების შემთხვევაში, შემდეგი ალბომი ამაზე გაცილებით უკეთესი იქნება.
მოკლედ, ეს არაა Uriah Heep-ის სტანდარტებით საუკეთესო ალბომი, მაგრამ მაინც კარგი ნამუშევარია! 3,5 / 5