პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ მოყვანილ ბმულზე TECHNOზუსტად სამი წელი ხდება ხვალ რაც პირველი ნაწილი გაიხსნა
ესეც მეორე ნაწილი
TECHNO 
ეს არის ელექტრონული მუსიკის ჟანრი რომელიც დაიბადა 1980 იან წლებში დეტროიტში და ფართოდ გავრცელდა აგრეთვე ევროპის ქვეყნებშიც. იგი გამოირჩევა საკმაოდ დამახასიათებელი მექანიკური რითმებითა და მრავალჯერადი სტრუქტურული მუსიკალური ელემენტების გამეორებით.
TECHNO-ეს არის მუსიკა რომელიც ჟღერს როგორც ტექნოლოგია ამბობს ინგლისელი Juan Atkins_ი აღნიშნული ჟანრის ერთერთი ფუძემდებელი.
ითვლება რომ აღნიშნული ჟანრი ჩამოაყალიბა Juan Atkins_მა, Derrick May-მ და Kevin Saunderson_მა. 1980 იანი წლების შუალედში ამ სამმა შავკანიანმა გადაწყვიტეს მიეღოთ განსაკუთრებული ელექტრონული მუსიკა რომელიც კარგად გამოდგებოდა კლუბებში დასაკრავად და საცეკვაოდ. ფაქტიურად ითვლება რომ ტეხნო მუსიკა შეიქმნა sint pop + electro + house აღნიშნული ჟანრების შერწყმით.
დღეს საკმაოდ გავრცელებულია ტეხნო მუსიკის შემდეგი სუბ ჟანრები: * Detroit techno
* Deep techno
* Minimal techno
* Acid techno
* Hard techno
* Progressive techno
* Wonky techno
* Schranz
* Gettotech
* Freetekno
* Jtek
* Nortec
* Rave techno აგრეთვე ის ჟანრები რომელთაც მჭიდრო კავშირი გააჩნიათ ტეხნო მუსიკასთან: * Electro
* Tech house
* Micro house
* Tech / Glitch
* New Beatყველაზე გავრცელებული ქვესტილების მოკლე განმარტება: Minimal techno გამოირჩევა ატონალური მარტივი ჟღერადობითა და კომპლექსებით რომელთაც ხშირად თან ზდევს სხვადასხვა დეფექტები და მსგავსი ხარვეზები რაც საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის მის საერთო სტრუქტურას. მინიმალ ტეხნო მჭიდრო კავშირშია ისეთ ელექტრონულ მიმართულებებთან როგორიცაა ambient techno , Detroit techno, Tech house, Glitch .
აღნიშნული ჟანრის ფუძემდებლად ითვლება კანადელი წარმოშობის მუსიკოსი Richie Hawtin, რომელსაც იცნობენ ფსევდონიმით Plastikman. ყველაზე ცნობილ ლეიბლს წარმოადგენს M_nus (კანადა) , Sähkö Recordings (ფინეთი) , Kompakt და Background Records (გერმანია).
acid technoაღნიშნული ჟანრისათვის დამახასიათებელია სინთეზატორ Roland TB-303 ინტენსიური გამოყენება, რომლითაც იწყობა როგორც ბას პარტიები ასევე სოლო ტიპის პარტიები. მთლიანობაში acid techno ში პარტიების გამეორება არ ხდება იმდენად ხშირად როგორც სხვა ტექნო სტილებში.
სტილი acid techno საკმაოდ სწრაფად გავრცელდა დიდი ბრიტანეთის მთელს ტერიტორიაზე. შვედურმა კომპანია Propellerhead Software_მა გამოუშვა პროგრამული სინთეზატორი ReBirth RB-338 რომელიც საკმაოდ კარგ იმიტაციას წარმოადგენდა Roland TB-303_ისა (ამ დროს Roland TB-303 _ის წარმოება უკვე შეწყვეტილი იყო).
Hard technoწარმოადგენს ტექნო სტილს რომელიც გამოირჩევა სიმძიმითა და აგრესიული ჟღერადობით. იგი საკმაოდ ახლოს დგას ისეთ სტილებთან როგორიცაა hard style და hard core.
------------------------------------------------------------
Popof - Stereos And Such [AFULTD 12] 
ტრეკლისტი:
Popof- Elektric Circus(Originalmix)
Popof – Just Stop (Original mix) :* უმაგრესი რამ არს
Popof – Stereos And Such (Original_mix)
გადმოსაწერი ბმული:
http://www.link.ge/file/313753/Popof---Ste...TD-12-.rar.html This post has been edited by electri_chka on 27 Jun 2011, 09:32