ხო, მართალია ეს თემა კაი ხნის მიტოვებულია, მარა გადავწყვიტე წამოვწიო წინ, იმიტომ რომ ჩემი განათლება გიტარაში ცოტა წინ წაიწია. დავიწყოთ ელექტრო გიტარისტებით:
ჯერ ერთი დაშვებულია შემდეგი შეცდომები: ვერ ვხედავ ვერც ჯო სატრიანს, ვერც იანგვი მალმსტინს, მარტინ ფრიდმანს და რაც მთავარია ჯო პეტრუცის, (Dream Theater) იქ სადაც რიჩი ბლეკმორი მოიხსენიეთ, ამათი გამოტოვება უბრალოდ ცოდვაა (რიჩი ბლეკმორზე და "მწვანე ტალღაზე" ქვემოთ ვისაუბრებ

), მეორე, ელექტრო გიტარისების შედარება სტილების მიხედვით დაუშვებელია, ისევ და ისევ იმ ფაქტის გამო, რომ ჯაზმენი გიტარსიტი და არა მარტო გიტარისტი, არამედ საერთოდ ჯაზმენი, ე რ თ ი თავით მაღლა დგას ყოველთვის, ვიდრე როკმენი (ეს ასეა, მაგრამ მე როკმენებს ვუსმენ, და როკი მიყვარს

) მეორეც, არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში "საუკეთესო გიტარისტი" და "საყვარელი გიტარისტი", თორემ როგორც მე შევატყვე აქ სწორედ ეგეთი ტენდენციაა წასული წერს ხალხი საყვარელ გიტარისტებს, მარა იხსენიებს როგორც საუკეთესოს, ეგრე არ შეილება. მე პირადად ბავშვობიდან ტვინი მეკეტება "Queen"-ზე და მიუხედავად ამისა, ვიცი რომ ბრაიან მეი სულაც არაა დიდი გიტარისტი, ის უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გიტარისტია. ანალოგიურად ჯო სატრიანი, ეხლა ამ ორი გიტარისტის შედარება არ შეილება, მარა მაინც, სატრიანი ძალიან მაგარია, მაგრამ არა საუკეთესო, ის უბრალოდ ჩემი საყვარელი გიტარისტია, თორემ სატრიანის, როგორც გიტარისტს, საკუთარი მოსწავლე, სტივ ვაი ჯობნის, ის უფრო მაგარია, ტექნიკაც მეტი აქვს და ტვინიც!
მალმსტინი, მაგალიტად ისეთი ტექნიკურია, ზოგჯერ ვერ ვხვდები სად რა თითს აჭერს და რას როგორ ასწრებს, მარა რად გინდა, "სვანია" კომპოზიციურ ამბავში.... ხო, აი ჯო პეტრუცის რაც შეეხება.... ძალიან დიდი გიტარისტია!!!
ეხლა კლასიკოსები, ჯერ ერთი შენიშვნა: არც მაკლაფლინი, არც ალ დი მეოლა და არც პაკო კლასიკოს გიტარისტებს არ მიეკუთვნებიან, კლასიკოსი გიტარისტებია: სეგოვია, ვილიამსი, მიკულკა და ა.შ. და საერთოდ ამ ხალხის სხვებთან შედარება აბსურდია ....
მაკლაფლინი ძალიან მაგარია, მელოაზე ათი თავით მაგარია, მარა მე მეოლა მირჩევნია მოსასმენად და მომკალი, ისევ მივედით იმაზე, რომ ერთია რა მოგწონს და მეორეა რა არის...
ყვითელაშვილს რაც შეხება, ყვითელაშვილი მართლა არაა ხელწამოსაკრავი გიტარისტი, ძალიან შრომის მოყვარე და ტექნიკური გიტარისტია, ჯერ მარტო მარცხენა ხელს შეხედეთ რა თითები აქვს და რა განშლა თითების, უბრალოდ ეგაა გემოვნება არ უვარგა ეტყობა, თორე დამერწმუნეთ, ვერცერთი ჩვენგანი ყვითელაშვილივით ვერ დაუკრავს თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კაცი ყოველ დღე საათობით გამებს მეცადინებოს, გამების მეცადინეობა კიდე ბევრად მეტია, ვიდრე აკორდებით ვიღაცეების დაკრული რაღაცეების აწყობა.... ისე ნურავის ნუ გეწყინებათ და კაკო ვაშალომიძე მართლა არაა აქ მოსახსენებელი, ბარემ ბაჩი ქიტიაშვილიც გეხსენებინათ

ეხლა მივადექი ჩემს საყვარელ თემას : რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.... სატრიანის აქვს დაკრული ფარფლებში ერთი ლავი მერე ადარებდნენ, ბლეკმორი ჯობია თუ სატრიანიო.... რავი სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...
მოკლედ აი ჩემი იდეები, გინდათ დამეთანხმეთ, გინდათ არა, მაგრამ მე ასე ვთვლი და თუ სურვილი გექნებათ სიამოვნებით განვიხილავ §ებისმიერ თქვენტაგანტან ნებისმიერ გიტარისტს (თუ ვიცი რასაკვირველია

), კამათში იბადება ჭეშმარიტებაო ხომ გაგიგიათ!
დედა რამდენი ვწერე! :