მოგესალმებით. არ ვიცი რამდენად სწორად ვწერ, თუმცა უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი და სხვა გზა არ მაქვს. იმედი მაქვს ვინმე დამეხმარება. მოკლედ, 10 წელზე მეტია ვიყენებ მობილურის ნომერს, რომელიც მამაჩემმა მაჩუქა. დაპორტირება მინდოდა და მფლობელი მოითხოვეს, მივიყვანე მამაჩემი და ჰოი საოცრებავ, მამაჩემი არ აღმოჩნდა ნომრის იურიდიული მფლობელი. სხვის სახელზე ყოფილა გამოტანილი. მამაჩემს ძლივს გავახსენებინე, რომ პაციენტმა აჩუქა თავის დროზე ეგ ნომერი და ეგონა მის სახელზე იყო (არ იცის ნომრების გაფორმება როგორც ხდება და ასე ეგონა მოკლედ). იმ ადამიანის შესახებ არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ ბათუმში ბილაინის მენეჯერი იყო (არ ვიცი ფილიალის თუ რეგიონალური). მოკლედ, ვერ ვაკეთებ პორტირებას. ადრე მახსოვს რაღაც ბაზები იყო და იქ ეწერა ვისზე იყო გაფორმებული ესა თუ ის ნომერი. თუ ვინმეს ეგ ბაზა შემოგრჩათ, იქნებ შემეხმიანოთ და დამეხმაროთ? სახელი გვარი და პირადი ნომერი რომ გავიგო ონლაინ გავაკეთებ მარტივად პორტირებას და არც იმ ადამიანის მოძებნა და შეწუხება დამჭირდება.
ძალიან გთხოვთ, იქნებ გამომეხმაუროთ რა...