გამარჯობა,
მოკლედ ლეპტოპს ვიყენებდი ჩვეულებრივად, იდო მაგიდაზე და უცებ გაჩუმდა, არ ვიცი USB რომ შევაერთე მაგ დროს დაემთხვა თუ მაგის ბრალი იყო
ხოდა აღარ ირთვება საერთოდ, არც ნათურები ციმციმებს, რეაქცია არ აქვს.
დავშალე, ბატარია ამოვიღე, ჩავდე და მაინც იგივე.
1 რაღაც შევამჩნიე რომ რამდენიმე საათის შემდეგ პლატას ხელი დავადე(ვიცი რომ არ უნდა ვქნა ეგრე) და ცხელი იყო.
ხოდა მგონი კვების ამბები დაეწვა? თქვენი აზრით მარტივი ამბავი შეიძლება იყოს?
Asus x555ln ია, ვისთან შეიძლება მივიტანო? დიაგნოზის დასმა რა ჯდება? თუ მხოლოდ გაკეთების შემთხვევაში გამომართმევენ ფულს? არ დამჭირვებია აქამდე და არ ვიცი

მადლობა