მოკლედ, დავაყენე სქაიფის უახლესი ვერსია და აქედან დაიწყო ჩემი წვალება. ასეთი ჩვევა მაქვს - ნებისმიერ მესინჯერში ჩემს კონტაქტებს ქართულად ვარქმევ სახელს, ასე უფრო ბუნებრივად გამოიყურება. ჰოდა, სქაიფის წინა (2.5-მდე) ვერსიებში ამის პრობლემა არ მქონდა. სქაიფს უნიკოდი ხოშიანად ესმის და მისი ჩვენების პრობლემას არ განიცდის. საქმე რაშია ახლა: აქამდე Rename-ს რომ ვაძლევდი კონტაქტს, მერე Keyboard Layout-ს ქართულზე ვრთავდი და საკაიფოდ "ვაქართულებდი" კონტაქტის კლიჩკას. ახალ სქაიფში ქართულად დაწერის მცდელობისას კითხვის ნიშნები გამოაქვს. სადმე სხვაგან (მაგალითან Start > Run -ში) რომ ავკრიფავ ქართულად, იმისი Copy-Paste შველის საქმეს, მაგრამ რატომ უნდა ვიწვალო? იმის შესამოწმებლად, რომ კომპიუტერი ურევს თუ არა, ამოვაინსტალირე სქაიფი და წინა ვერსია დავაყენე. ყველაფერი ხოშიანადაა, როგორც უნდა იყოს, ისე... რა ვუყო? არადა, მაგრად მინდა ახალი ვერსია.
ჰო, მართლა, ბოდიშს ვიხდი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ახალი თემა არ გავხსენი. მეორე როგში იმისთვის, რომ პინგვინებში დავპოსტე... არ მიმიქცევია ყურადღება. ეს თემა Search-ით ვიპოვნე და იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ აღარ შევხედე, სადა "ვბანაობდი"
This post has been edited by ჰეისანი on 18 Jun 2006, 13:13