კომპანია "მეგაკო" ("კრაფტის" დისტრიბუცია) აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** ინფორმაციული ტექნოლოგიების დამუშავება და დანერგვა კომპანიაში.
** ბიზნეს მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა ინფორმაციული ტექნოლოგიების მეშვეობით.
** კომპანიის დეპარტამენტების უზრუნველყოფა ინფორმაციული ტექნოლოგიებით; ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, შენახვა და მიწოდება
** შიდა კორპორატიული ქსელის უსაფრთხოების ორგანგანიზება და რეალიზება.
** სერვერულ, ტელეკომუნიკაციურ სისტემათა, კომპანიისა და ბიზნეს ერთეულის კავშირის დროული აღდგენის ორგანიზება და განხორციელება.
** მნიშვნელოვანი ძირითადი აპარატების და კავშირების ორგანიზება და მხარდაჭერა.
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირებისა და არქივირების ორგანიზება და განხორციელება
** IT პროექტების დაგეგმვა და მართვა
** შიდა და გარე რესურსების განაწილება და ყველა საჭირო ინფორმაციის და მასალის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით)
** SQL ენის სრულყოფილად ფლობა და MS SQL Server მონაცემთა ბაზაზე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროფესიული გამოცდილება;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია 1C-ის სრულყოფილი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
** რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
** მონაცემთა სტრუქტურების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კარგად განვითარებული ორგანიზაციული, დაგეგმვისა და ანალიტიკური უნარები
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა.
სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ რეზიუმე მისამართზე: megakohr@yahoo.com 2011 წლის 27 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "IT Manager". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წყარო:
http://jobs.ge/33556/