მოლკოკლასიკურ CCNA-ს (თავიდან მოყოლებული რასაც CCNA ერქვა), დღესდღეობით ჰქვია CCNA Routing & Switching. ჩვენთანაც ძირითადად ამას ასწავლიან.
თავდაპირველად საკმარისი იყო უბრალო CCNA-ს აღება და შემდეგ ირჩევდი მიმართულებას პროფესიული დონის სერტიფიკატებს შორის, მაგრამ დროთა განმავლობაში ქსელი უფრო და უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსური გახდა, შესაბამისად ერთი სერტიფიკაციის პროგრამის ფარგელბში უკვე Associate დონესაც ვეღარ ჩატევდი. ამისათვის მოხდა სხვადასხვა მიმართულებების გამიჯვნა Associate დონეზეც, რის შემდეგაც გაჩნდა შენს მიერ ჩამოთვლილი მიმართულებები. ყველა დამოუკიდებელი მიმართულებებია თავიანთი პროგრამით და გამოცდებით.
CCNA Routing & Switching-ის ასაღებად საჭიროა ორი გამოცდის ჩაბარება - ICND1 და ICND2. ICND1 გაძლევს CCENT სერტიფიკატს, ხოლო ICND2-ის ჩაბარების შემდეგ ხდები CCNA. ასევე შეგიძლია ერთიან გამოცდაზე გახვიდე და პირდაპირ აიღო CCNA. ჩვენიების სასწავლო კურსებიც მოიცავს ორივე გამოცდის პროგრამებს, ამიტომ არანაირი სერტიფიცირებულის სტატუსი არ არის წინასწარ საჭირო. უბრალოდ უნდა გესმოდეს ინლისური იმ დონეზე, რომ მასალის წაკითხვა და აზრის კარგად გაგების უნარი გქონდეს.
რაც შეეხება სწაველბებში განსხვავებას, ძირითადად არის ორი მოდელი:
1) მრავალთვიანი netacad-ის პროგრამის მიხედვით, რომელიც გასწავლის ძალიან ბევრ foundation საკითხებს და საკმაოდ დეტალურად, მაგრამ დაახლოებით 8-9 თვეს კარგავ სწავლაში.
2) დასწრაფებული პროგრამა, რომელიც Ciscopress-ის (ან სხვა ავტორის) self-study სახელმძღვანელოებზეა აგებული. ასეთი პროგრამების გავლას სჭირდება დაახლოებით 3 თვე.
მე პირადად მეორე ვარიანტს ვურჩევ ხალხს, ვისაც ცოტა მაინც გამოცდილება აქვს IT-ში (არაა აუცილებელი იყოს უშუალოდ ქსელებში). Netacad-ის პროგრამაც მაქვს წაკითხული და Ciscopress-ის მასალებიც. ნეტაკადში აი ზედმეტად მარტივ რაღაცეების ახსნაზეც უაზროდ ბევრი დრო იკარგება. ჩემი აზრით ზედმეტი დროის ხარჯვაა.
სასწავლო მასალები პირველ გვერდზე მაქვს გაზიარებული, შენთვის საინტერესო წიგნები პირველივე ბმულშია