ასე და ამგვარად მე-3 კურსზე ვართ და მეგობარს მამამ ჩამოუტანა თურქეთიდან ათათურქის ბიუსტი სუვენირად აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრისათვის. დააქვს ამ გოგოს 2 დღე თან და ხან ლექტორი არაა, ხან კათედრაა დაკეტილი და ასე ვერ მიუტანა. მე-4 დღეს კიდევ იმ ყუთით რომ მოვიდა გადავწყვიტეთ რამე გაგვეჩალიჩებინა მისთვის და დრო ვიხელთეთ ცოტა ხნით დამიჭირეო მთხოვა და მე და ერთი გოგო წავედით "სალაშქროდ". ვიპოვეთ ბიოლოგების კათედრაზე რაღაც დანალექი ქანი, ავიტანეთ მე-6 სართულზე (სადაც როგორც წესი არავინ იყო ხოლმე) და დაგვხვდა ერტი 20 ბიჭი. ხომ აღარ გამოვბრუნდებოდით, შევედით ერთ-ერთ აუდიტორიაში და დავამტვრიეთ ქვა ყუთის ზომაზე. რომ გამოვედით ეს ბიჭები შეშინებული თვალებით გვიყურებდნენ.
ეს შენი ათათურქი ჩავდეთ ცალკე და მის ნაცვლად გავახვიეთ ქვა. დავუბრუნეთ პატრონს და ვსხედვართ ლექციაზე. არ მოინდომა გახსნა?! რაღა უნდა გვექნა. ჯერ ატეხა წიოკი სადაა ჩემი ათათურქიო, მერე ვუთხარით, რომ მე-6 სართულზე ვიღაც ბიჭი დაგვხვდა და წაგვართვა ამ ქვის მაგიერ. პატრონი მოვიდეს და დავუბრუნებო. წამომყევითო გვითხრა და ჩვენც წავედით.
ავდივართ ისევ იმ უბედურ მე-6 სართულზე და ახლა სულ გადაირივნენ ბიჭები. (1.80, კაი მოსული გოგო მოდის იგივე ქვით). რომელი იყოო გვკითხა. მეც ყველაზე პატარა ამოვარჩიე და -აიი ის- მეთქი ვუთხარი. რა ვუთხრაო? არაფერი, მიდი და მიხვდება მეთქი.
მივიდა ამ საწყალ ბიჭთან და ადგას თავზე ქვით. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა ამბობს: "ბიჭო, ეს ქვა რამეს გეუბნებაა?"--------
მერე რა თქმა უნდა იმ ქვით ჩვენ გამოგვეკიდა და იმ დღესაც დააგვიანდა კათედრაზე
Вилка и Джамчурчели Ltd.
O Tempora! O Mores!
-------------------------------
GET "LOST"!
Draco Dormiens Nunquam Titillandus
WWW.ZERE.GE