შენია? მაგარი ბავშვია... აკოცე ჩემგან...
ხალხნო, ყველა ძალიან მიყვარხართ დღეს... არავის მიმართ არ ვგრძნობ სიძულვის ვაბშე... მთელ სამყაროს ამ წუთში ორ ნაწილად დავყოფდი; ვინც მიყვარს და ვის მიმართაც არაფერს ვგძნობ!
ეხ, ეს ბნელი ღამეც გაივლის, არ გაჩერდება, რომც მინდოდეს... ჩაირბენს და დამტოვებს მერე დილასთან მარტო, მარა გავუძლებთ... პრარვიომსა... (ეს ერთადერთი რუსული სიტყვააა, რომელიც მევასება...)... და კიდევ სამი წერტილი მევასება, დიდი ისტორია აქვს ამ სამ წერტილს... ძლიან დიდი... ხოდა მიყვარს სამი წერტილი და ყველგან, სადაც კი რამეს ვწერ, აუცილებელი პირობაა, სამი წერტილის დასმა...
უაზროდ ვბოდავ ახლა მე... არცერთი თქვენგანი ამ პოსტის ბოლომდე წამკითხავი არ ხართ... ან რაა აქ წასაკითხი...
მე ცოცხალი ვარ, ხალხნო, გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეა, მეც მიკვირს... რატომ ვარ ცოცხალი? ალბათ იმიტომ რომ ჯერ სიჯვდილის საბაბი არ მაქვს... მიხარია... მე ცოცხალი ვარ... ცხოვრებას ვჯობნი... ხეხ, იისევ უაზრობებს ვწერ, უბრალოდ მინდა რომ ვწერო... (აქ ვერავინ დამაბრალებს, რომ პოსტების მოსამატებლად ვწერ.)...
მორტი, იქით კვირაში, მკვდარიც რომ ვიყო, მაინც გეთამაშები სონი2-ს... გპირდები... კიდევ ბევრს დაგპირდებოდით რაღაც-რაღაცეებს, დარწმუნებული ვარ შევასრულებ კიდეც, უბრალოდ მოულოდნელობის ეფექტს აქვს მუღამი... თქვენ გგონიათ, ვიცი რას დაგპირდებოდით?! არა... აზრზე არ ვარ... უბრალოდ მინდა, რომ ყველას რაღაც შეგპირდეთ, რომ მერე ცხოვრება მიღირდეს ამ დანაპირების შესასრულებლად...
კაროჩე, ახლა ჯობია, მოვრჩე ამ პოსტაობას... მივხედო ჩემს რძისფერ გალაქტიკას... სადაც არავინაა უბედური... მეც ამან გამახასლისა... ჩემს პლანეტაზე არავინ ცხოვრობს, მარტო მე ვარ... მე კიდევ ბედნიერი ვარ (რატომღაც)... ხოდა ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი პლანეტა ბედნიერი პლანეტააა... (კაკაია ტავტოლოგია, ბლინ)...
აბა, მომავალ იდეეის მოწოლამდე გემშვიდობებით...

წერა მინდააააა.... დავწერ კიდეც...
* * *
აი, ნაწყვეტი... უფრო სწორად დასაწყისი... მთელ ლექსს არ დავდებ...
მუსიკა ატირდა ჩემს ოთახში,
რა მოუვიდა
ნეტა...
გაბედავს,
სიტყვებით ტკივილის მოყოლოას გაბედავს,
დამხედავს...
მძინარეს დამხედავს და მერე გაქრება...
ბოლო აკორდი სულში ჩამრჩება,
ცოლად მოვიყვან მუსიკის სევდას...
რა მოუვიდა ნეტა?!