ბიჭუნებო და გოგონებო, ფორუმელებო, თქვენ შემოგევლოთ გურო პაპა

მარა ერთი ვერ გავიგე, ჩვენე ლაშქრობაში მივდივართ თუ ექსკურსიაზე? აგერ პატივცემული
sks54 გვეუბნება, რომ გადაჯდომა-გადმოჯდომა არ გვინდაო. მე მომანდეს მარშუტის შედგენა, არადა აგერ ერთი გამოჩნდა, რომელმაც აღნიშნა, რომ დანახვისი და ფრესკები ვნახოთო გამოქვაბულშიო. ესენი ნაღდად არ ვიცოდი მე, ანუ სქემაში არა მქონდა. კაროჩე...
ახლა მე გავაკეთებ პოლს და შემოაჭერით და მიეცით ხმა. ეგრევე მიხვდებით რა პოლიცაა. ეს იქნება ისევ ფლეიმში და ალბათ მოდერი არ წაშლის. შეეხება ფეხით მგზავრობას.
ორგანიზატორებო და კერძოდ
sks54 და
მოთამაშე, მე ახლა გაგაცნობთ მარშუტს და მერე შემოდით პოლში და ან დაეთანხმეთ, ან არა. მაშ ასე:
თბილისი-გორი, ავტობუსი (ან დაქირავებული, ან სამგზავრო. მე პირველი მირჩევნია) გასვლა თბილისიდან დილის 8 საათი. მაქსიმუმ 9! 9 ს არ გადააცილოთ, თორე თუ მზე გამოვიდა, სიცხე ნახეთ თქვენა! გზა 2 - 2.5 საათი. თუ
1. სამგზავრო ავტობუსით ჩამოხვალთ, მოხვალთ ავტოსადგურში და შემოხვალთ თუ არა გორისკენ, დარეკეთ misha1 ის მობილზე. რომ მოხვალთ ავტოსადგურში, ისევ დარეკეთ. ჩვენ იქ ვიქნებით.
2. თუ დაიქირავებთ პაზიკს და მძღოლს არ ეცოდინება გზა (საეჭვოა), მაშინ ტრასიდან გადმოუხვიეთ და იარეთ პირდაპირ 1,5-2 კილომეტრი. დაინახავთ გორის ციხეს. შეუხვევთ მარჯვნივ და დაინახავთ ბაზარსა და ავტობუსებს. ეგეც ავტოსადგური. დარეკვა არ დაგავიწყდეთ!
გორი. თუ მოისურვებთ, დავათვალიეროთ გორიც. გეგმაშია: გორის ციხე, ღვთისმშობლის ეკლესია, სტალინის სახლ-მუზეუმი, "ფანტანი", "ახალბაღი" ეს ორი გავლაზე შეიძლება ეგრევე ნახოს კაცმა.
გორი-ატენი დაშორება 10 კილომეტრი. გზა საშუალო ხარისხი, ჯაყჯაყი გზის 70% ზე.
1. თუ სამგზავრო ავტობუსით ჩამოხვალთ, მაშინ ატენის ბილეთებს ავიღებთ 1 საათით ადრე (სხვებმა რომ არ დაგვასწრონ) და ამ ერთ საათში დავათვალიერებთ გორს.
2. დაქირავებული ავტობუსის შემთხვევაში დაგვირეკეთ და გორელი ფორუმელები მოვალთ და გავაგრძელებთ გზას თქვენთან ერთად.
ატენი გეგმაშია ატენის ციხის ნახვა, ატენის სიონის ნახვა, 2 გამოქვაბულის ნახვა (ბავშვობაში მაგრა მიხაროდა მანდ მისვლა), ატენის დედათა მონასტრის ნახვა, დანახვისისკენ გახედება (დურბინდი არავის აქვს?), ტყეში წასვლა (გძეტა 1,5-2 კილომეტრის გზაა, ფეხით გავივლით სიყვარულში!), ქეიფი 6 საათამდე, დაბრუნება. ჯამური თანხა არ აღემატება 5 ლარს.
უკან უკან ვბრუნდებით ყველა, არავინ დარჩეს!

1. თუ სამგზავრო ავტობუსით წამოხვალთ, 6 საათზე იმენა უეჭველი უნდა ვიყოთ სიონში! უეჭველი! იმიტომ რომ შემდეგი ავტობუსი მოდის ბიისიდან 8 საათზე. და შეიძლება რც წამოვიდეს. ასევე თბილისის ავტობუსი გადის. რომელ საათზე გავიგებ ხვალე! თბილისში შეიძლება წახვიდეთ მატარებლიტაც, რომელიც 9 საათზე გადის გორიდან. გორელები მოგყვებით სადგურამდე და მპა-მპა, აბა ჰე, მოგვენატრები, ხვალე ფორუმში ხომ შემოხვალ და ასე შემდეგ!
აღჭურვილობაეს არ შედის ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ მაინც დავწერ. ყოველ ერთეულს უნდა ქონდეს ზურგჩანტა მინიმუმ 1300 კუბური სანტიმეტრი მოცულობისა!

ანუ რომ ჩაეტიოს 1 თონის პური, 1 ლიტრანახევრიანი ბოთლი და ერთიც რამე საჭლის ჩასადები ადგილი. სასურველი, თუ წამოიღებთ ფოტოაპარატებს. მეც შევეცდები წამოვიღო. ჩემსას ვსპიშკა არ უმუშავებს, მარა მეზობელს ვეთხოვები ზენიტს და თუ მათხოვა ოჰოჰოჰოოოო! ჩაიცვით სპორტულად და არ დავინახო მე იქ შარვალ-კოსტუმები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები! ვისაც ასეთი ტანსაცმელი ეცმევა, ჯარიმა 8 საათიანი ბანი!

წამოიღეთ ვისაც რა უყვარს (ქულერები, ნოუთბუქები, კონდენსატორები,
დურბინდი, ლურსმანი...) ჩაიდეთ ჯიბეში 10 ლარი. არა 10 ლარიანი!
დაბოლოს, ნახეთ გამოკითხა Flame-ში!
საჭის მართვისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ? ესე იგი ყველაზე დაბალი კლასის მძღოლი ხარ @ Jonatahn_smith
ეს საქოცეთი ცოტა ძაან ამოვიდა ყელში.. : user: