ტაკს, ესე იგი, სოლვეიგის პოსტებს ვკითხულობ ყოველთვის, იმიტომ რომ ნუ, რაღაც უიშვიათესად განათლებული, ნაკითხი და ჭკვიანი გოგოა და პოსტები აქვს საინტერესო, ინფორმაციული, წერტილ-მძიმე თავის ადგილას და გამართული ქართულით.
პარანოიდის ძმას სასაცილო პოსტები აქვს და არ ვუშვებ მის პოსტებს.
აჩრდილის პოსტები არის ყოველთვის გულიანი, აი, გულიდან ამოსული, გულწრფელი, ძარღვიანი ენით დაწერილი და რიხინ-რიხინით იკითხება.
წკაპო მაკისტია და მის პოსტებს ვკითხულობ, რაღაც ახალს და საინტერესოს ვიგებ. პოლიტიკაში სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ასაბუთებს თავის აზრს და ამიტომ კითხვადი პოსტები აქვს.
პუდელა ჩემი ჩეთ პარტნიორია და თანაც გრძელი კუდი აქვს და მის პოსტებზე უკვე პირობით რეფლექსი მაქვს, რომ თემა უნდა გავაჩეთაოთ ხოლმე. თან სასაცილო პოსტები აქვს. ნუ, გერმანულთან ნაზავი ქუთაისური იუმორი

.
კიდევ ვინ? გამახსენდება და დავწერ
* * *
ჰო, თამთულიას პოსტებს დავდევ გ(თგ) და კახას პოსტებს. თამთას თან ყოველთვის საინტერესო ავატარი და მემბერ თაითლი აქვს

. რაც მთავარია, არის ნაღდი თბილისელი გოგო და პოსტებიც ეგეთი აქვს. პროვინციალიზმის და გადაპრანჭული პოზების ნასახი არ არის მის პოსტებში, ვოტ. ვის როგორც უნდა, ისე გაიგოს.
სიბნელე რომ გავიცანი, იმის მერე მის პოსტებს დავდევ, მანამდე შემჩნეულიც არ მქონდა.
ჰეისანას ავატარი მომწონს, საუკეთესო ავატარი აქვს! ამიტომ ყოველთვის თვალს შევავლებ ხოლმე.
ანტიგონეს აქვს წამახვილებული ენა და ყოველთვის apt პოსტები, ამიტომ მაგასაც გამოვეკიდები ხოლმე.
და კარდუს და სანის დიალოგები კი გლიჯავს

. მგონი კარდუმ სანი უნდა მიიწვიოს სტუმრად თავისთან და გაესაუბროს. ოღონდ სანი ალბათ იმ პირობას დაუდებს, რომ ნიღბით იჯდება სტუდიაში და სახელი და გვარი და სამუშაო ადგილი საუკუნო საიდუმლოდ დარჩება.
This post has been edited by Nan on 19 Aug 2006, 19:42