ჰუჰ.. რა დამავიწყებს

კიკინები მეკეთა, შავ-თეთრი ქვედაბოლო -შავ-თეთრი გვირილებით.
"შავი ლაკი ტუფლები თავი თეთრი ნასკებითა" (

)
მე და დედას მეგობრის შვილი, რომელიღაც კლასში შეგვიყვანეს, და 1 გაკვეთილის შემდეგ აღმოჩნდა რომ იმ კლასში არ უნდა მესწავლა...

ისე აღმოჩნდა რომ ჩემი პირველი გაკვეთილი არ შედგა

თუმცა მაინც იმ კლასთან ერთად ავღნიშნე "ბოლო ზარი" სადაც პირველად მოვხვდი

მეორე დღეს დედამ რაღაც რულეტის მსგავსი ნიგვზიანი ნამცხვარი გამატანა..
შესვენების დროს ზოგი სად წავიდა (ბუFეტში) და ზოგი სად (ტუალეტში).. ჩემი დამრიგებელი კი იჯდა და ჟურნალს აწესრიგებდა..
მე რატომღაც ჩავთვალე, რომ შიოდა და ვერ ახერხებდა ჭამას.. ჰოდა.. არც ვაციე-არც ვაცხელე, მივედი და ეს ჩემი ნამცხვარი დავუდე მერხზე და - მიირთვით მეთქი..
გაშტერებულმა შემომხედა. ..

მერე ამ ყველაფერს 10 თეთრიც მივამატე - ამით კევი იყიდეთ მეთქი
და დამრიგებელი -

დიდი წვეწნა-უარი-მუდარას მერე როგორც იქნა დაიტოვა ჩემი "ძღვენი"
სახლში რომ მოვედი დედამ უკვე იცოდა ჩემი "გმირობის" ამბავი

სამასწავლებლოდან დაურეკეს და შეატყობინეს ჩემი გულთბილი დამოკიდებულება "საწყალი, მშიერი მასწავლებლისადმი"

იმის მერე ვერ შევიცვალე