იკის
რამდენი ხანი გეძებდიიიი, ვაააიიი რამდენი ხანიიი, აუუუ...

ექვსი წელი გეძებდი. ექ-ვსი თითქმის. რა საყვარელი ხარ ისეეეევ. ვაი, კიდევ პატარა ბავშვს ჰგავხარ. აღარ მეგონა თუ ოდესმე გიპოვიდი. არაფერი ისეთი, უბრალოდ, გამიხარდა რომ მოგნახე. აწი აღარ მოგძებნი. ვაჰ, რამდენი ხანია... ძლივს გიცანი. ციფერი თვალებით.
სიოს
კარგი ბიჭია. მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. შენზე მითხრა რომ არ უყვარხარ და მხოლოდ გემეგობრება. მთხოვა მეთქვა. მე დიდხანს ვიფიქრე. ალბათ, სჯობს მე შეგაპარო ეს ნელ-ნელა. ისე ავღელდი, ნახევარი ღამე არ მეძინა.
ნის
შენს პრინცზე რომ დავიწყო ლაპარაკი (თათხვა!), დიდხანს ვერ გამაჩერებ. მეტისმეტად ბანძია და ვერ ვიტან - შენთვის. თორემ ისე სულ მკიდია. გუშინ კიდევ ერთხელ გამახსენდა - არ უყვარხარ. ერთი ბეწო შანსიც არ არის. და როდის მიხვდები ამას? ... უნდა დაგეხმარო.
მეს
აეეე. საქმე არ გაქვს? რატომ იხსენებ ამბებს, რომლებიც დამთავრდა? თან - შენი სურვილით? არ არის აუცილებელი ვინმეზე იფიქრო. არავიზე არ იფიქრო.
რუსას
მაგ ბიჭს ისეთი არამდგრადი საქციელები აქვს, შენგანაც დაუფიქრებლად წავა. ხო, ერთ-ორ ცრემლსაც მოგაყოლებს

მარიამს
არ შეიძლება ვინმე, შენ ან ის ან ის ან ის, რომელიმე, იყოთ კარგად, ლაღად, მშვიდად, და ბედნიერად? დავიღალე. შენი ისტერიკებიც მღლის. გამუდმებით საკუთარ თავზე ლაპარაკი შეიძლება? გინდა მე მოგახვიო თავს ჩემი ყოველი ემოცია? მერწმუნე, შენს მრავალფეროვნებას არ ჩამოუვარდება. მიყვარხარ.

ანს
აეეე, გოგოოოოო

პერმანენტულად ნუ აჩმახებ. !
ზუზუნას
(აღარ) მენატრები. უბრალოდ, იცი რა? მეჩვენება, რომ თანდათან გემსგავსები რაღაცებით... ეს გულს მიჩუყებს. მეტი არაფერი. სად ხარ? იცოდე, რომ ჩამოხვალ, არ მნახო. არ მნახავ, მაგრამ აზრადაც არ მოგივიდეს!
დუბს

აეე. საქმე არ გაქვს? აღარ მახსენო, რა. ფეხებზედაც არ მკიდიხარ?! ხოდა, ცოტა მაღიზიანებს რომ მახსენებ. გეხები, გკითხულობ? გაფრთხილებ! (უცებ არ წაიკითხო

) არ გაბედო ჩემთან დარეკვა. უბრალოდ, არ გაბედო.

მონიმონის
ოო, დეგენერატულად რომ იქცევა ვერ ხედავ? არ გინდა, რა, დახვევინე. (ბოდიში). გაურკვევლობაში მაინც არ იქნები. ვსიო, თუ რამეს მკითხავ პირდაპირ გეტყვი ამ აზრს. იმედია, ძალიან არ დაგწყდება გული.