გამარჯობა ტკბილლო
ვინაიდან შენთვის წერილი დიდი დროა რაც არ მომიწერია გადავწყვიტე რომ მოგენატრებოდი და
გწერ
ჰხო, ერთი დეტალი გამომრჩა....წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა მოგწერო.
მაკლიხარ რა თქმა უნდა
შენ ხომ ერთადერთი ხარ ვისაც შეუჩლია ძეხვს შოკოლადის კარაქი და პეჩენია მიატანოს უცოდველი სახით.
ვისაც ნამუსი არ ჰყოფნის და ვანას უკვე საათობით კი არა, დღეობით იკავებს.
ერთადერთი ხარ ვინც ზღაპარი დამიწერა
და ვინც ჩემზე მეტ ჩაის სვამს
ეს მიზეზები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გამახსენდე ხოლმე
ჰო კიდევ...
შენ ჩემზე ღელავ რატომღაც
და მეცინება.
მე რა თქმა უნდა ეს ყვველაფერი არ მაწუხებდა და ამის მოწერა არ მინდოდა, მაგრამ რაც მაწუხებს იმას არასდროს გეუბნები და სულაც არ მგონია რომ ახლა გამონაკლისი უნდა დავუშვა.
ხანდახან მეცოდები...
ოღონდ სხვანაირად
მაგრამ მერე ვხდები ხოლმე რომ საცოდავი მე ვარ, შენსავით ტყუილში თავის ჩაყოფა არ შემიძლია
მერე შიგ დახრჩობა და ისეთი სახის მიღება, თითქოს ჰაერი კი არ გელევა, მშვენივრად ხარ და სხვებს ანიშნებ წიხლით მომაწექით, უფრო ღრმად მინდა შესვლაო.
ჰოდა მე უფრო საცოდავი ვარ.
თუმცა ამას რაღა თქმა უნდა არავითარი მნიშვნელობა აქვს.
ისევ მოგვიწევს ერთად ყოფნა რამდენიმე თვქში და ვიცი რომ დამამშვიდებ....შენს ოთახში დაუკაკუნებლად ისევ შემოვალ ხოლმე და შენ ისევ სახე გაგიმწვანდება ბრაზისგან
ჰო, კიდევ დავიკავებ ხოლმე შენს ადგილს აივანზე და კიბეებიდანაც ისევ დავგორდები
ძალიან სასაცილო სახე გაქვს ხოლმე, როცა გეშინია რამე არ მომივიდეს.
ჰო, რა თქმა უნდა ახლა უნდა მოვრჩე....
მოწევას თავს არ დავანებებ....
შენ გგონია რომ ვერ გიტან ალბათ, სინამდვილეში კი არაფერს ვვგრძნობ უკვე......
და მარტო ძველი დამრჩა....გესმის ალბათ....
ძველი...იმიტომ რომ მაშინ მეგონა მყავდი. მაგრამ შენ გაიზარდე და მე დავპატარავდი
ან პირიქით. .....
ჰო, მინდოდა მეთქვა, რომ ასეა სულ.....ვამბობთ რომ გვეზიზღება ყალბი და დადგმული ადამიანები....
არ ვაღიარებთ რომ ჩვენ ყველაზე უარესები ვართ
წარმოდგენა არ გვაქვს საკუთარ თავებზე...ან ვერ.
ჰოდა როცა ვინმე ისეთი გამოჩნდება, ვისშიც წვეთ სიყალბეს ვერ ვიპოვით, მაშინვე მოვიშორებთ ხოლმე და სუსტი გვგონია რადგან არ თამაშობს ჩვენთან.....
ასე მოვიქეცი რამდენიმე დღის წინ
და რადგან შენ სულ ასე იქცევი.....

ტკბილად იძინე.
თუ კიდევ აღიარებ რომ გჭირდება ჩემი დახმარება.
აღარსად წავალ. ოღონდ უნდა მითხრა....და არა თავი მომაჩვენო რომ პირიქით ხდება...და მავალდებულებ რამეს.
ძალიან არეული ვარ მე და იმიტომ...
შენ მაინც ნუღარ ....

მერე ალბათ
თავს ვუშველი.....
მერემდე....
აქ ვარ.

ღამემშვიდობის....