წავიდოდი ეხლა, ამოვქოქავდი ჩემს ჭრელას. გზად მაღაზიაში შევივლიდი, სასუსნავს ვიყიდდი ჩემთვის და ძაღლისთვის, ჩავიცმევდი ძველ ტანსაცმელს, დავჯდებოდი მერე ოთახში, სანდრას მოვისვამდი გვერდით, რამე ფილმს ავარჩევდი და ვუყურებდი. თან ვისუსნავებდი და ერთ მეგობარს მივწერდი სმს-ებს

მაგრამ ჯერ 5-ის ნახევარია.
სულ ცოტა საათნახევარი მომწევს აქ ჯდომა და სისულელეების კეთება - ტელეფონიც არ მუშაობს, რომ ხვალის საქმეები გავაკეთო.