
 მოქმედი კანონმდებლობა არ დაგეკარგოს არსად 
 
 აჰა შენ ამონარიდი სისხლის სამართლის კოდექსიდან
მუხლი 143. თავისუფლების უკანონო აღკვეთა 
1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა)  დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;
გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით,- 
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 
ბ) არაერთგზის;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
ე) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით,- 
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. 
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: 
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.