7 წლის გიორგი, 6 წლის დემნა, 4 წლის სანდრო და ათი თვის ვაჩე პოლიტიკოს ზვიად ძიძიგურის შვილები არიან. გთავაზობთ ინტერვიუს უფროს ვაჟებთან,
რომლებმაც სიამოვნებით ისაუბრეს ქართულ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე.
გიორგი:- მე ვსწავლობ სკოლა "შავნაბადაში". მალე მეორე კლასში გადავალ. ყველაზე კარგად მათემატიკას ვსწავლობ. ვუმატებ და ვაკლებ 29-ის ფარგლებში, ცოტა გამრავლების ტაბულაც ვიცი.
დემნა:- შემოდგომით მეც უნდა მივიდე სკოლაში.
სანდრო:- მე პატალა ვალ და ბაღში დავდივალ.
- ვინ არის მამათქვენი?
გიორგი:- პოლიტიკოსი და მინდა, მეც პოლიტიკოსი გამოვიდე.
დემნა:- მე პოლიციელი მინდა, გავხდე.
სანდრო:- მე ნინძა ვიქნები და ბოლოტებს შევებლძოლები.
- გიორგი, რატომ გინდა პოლიტიკოსობა?
- იმიტომ. რომ მამიკოა პოლიტიკოსი და მეც მივეხმარები.
- რაში მიეხმარები?
- ჩხუბში.
დემნა: - მიშას გაგდებაში მიეხმარებოდა.
გიორგი: - მამიკოს ჩხუბი არ უყვარს, ამიტომ მის ნაცვლად ჩვენ ვიჩხუბებდით.
სანდრო: - მე ნინძა ლომ გავხდები, მიშას გავლახავ.
დემნა: - მე მიშას დავაპატიმრებ.
- კი მაგრამ, ვინ არის მიშა?
გიორგი: - საქართველოს პრეზიდენტი.
დემნა: - საქართველოს პრეზიდენტი მამაჩემია!
სანდრო: - მამიკოა პლეზიდენტი (თქვა პატარა სანდრომ, შემდეგ სამზარეულოდან კარაქიანი პური გამოიტანა, ჭამას შეუდგა და ინტერვიუს ჩაწერაში მონაწილეობა აღარ მიუღია).
- როგორი პრეზიდენტია მიშა?
გიორგი: - ცუდი, რადგან არ მუშაობს.
დემნა: - არ მუშაობს და სხვებს არ ეხმარება. ერთხელ მიშაზე კომპიუტერში თამაში ვიპოვე და ბევრი ვიცინეთ. სასაცილოდ დადიოდა. ადრე კომპიუტერზე ბევრს ვთამაშობდით, მაგრამ მერე თვალები აგვტკივდა და აგვიკრძალეს.
- ბავშვებო, პრეზიდენტობა არ გსურთ?
გიორგი: - მე არა!
- პოლიტიკოსობა თუ გსურს, პრეზიდენტობა რატომ არ გინდა?
- არ ვიცოდი, თუ პრეზიდენტი პოლიტიკოსი იყო.
- ვთქვათ, მაინც გახდით პრეზიდენტი, რას გააკეთებდით?
გიორგი: - ხალხს დავეხმარებოდი და ჩემთვის ისეთ მანქანას ვიყიდდი, თავისით რომ ივლის.
დემნა: - ამას იმიტომ ამბობს, რომ მანქანის ტარება არ იცის. მე კი პრეზიდენტი არ გავხდები.
- როგორი უნდა იყოს კარგი პოლიტიკოსი?
გიორგი: - უნდა მუშაობდეს და საქართველოს იცავდეს.
დემნა: - საქართველოს მიშასგან უნდა იცავდეს.
გიორგი: - რუსებისგან უნდა იცავდეს.
- მამიკოს პოლიტიკოს მეგობრებს იცნობთ?
დემნა: - სანდროს ნათლიაა კახა კუკავა. ჩემი კი - გიორგი ანდრიაძე. მათ კარგად ვიცნობთ.
- რას ნიშნავს პარლამენტი?
გიორგი: - სამსახურს.
დემნა: - რაღაცნაირ სახლს.
- რას ნიშნავს ოპოზიცია?
გიორგი: - მამაა ოპოზიცია.
- რას ნიშნავს მიტინგი?
გიორგი: - 26 მაისს რომ ჩატარდა სტადიონზე, ეგ არის მიტინგი.
დემნა: - სტადიონზე მე არ წამიყვანა მამიკომ, მარტო გიორგი წაიყვანეს.
გიორგი: - მე დიდი ბიჭი ვარ და იმიტომ. დედიკომ წითელი ჩოხა ჩამაცვა და სტადიონზე რომ მივედი, დროშა ამაწევინეს.
დემნა: - როდესაც დედიკო და მამიკო მაბრაზებენ, ვეუბნები, მიშას მხარეს გადავალ და ოპოზიცია აღარ ვიქნები მეთქი. გივიიიიიიიიიიიიიი
- დემნა, ვინ ყვირის ხოლმე გივის?
- არ ვიცი. გივიიიიიიიიიიიიიიიიიიი
- აბა, საიდან იცი ეს სახელი?
- ტელევიზორში ვიღაც კაცი ყვირის და მომწონს, გივიიიიიი.
- ვინ არის კახა ბენდუქიძე?
დემნა: - (იცინის).
- დემნა, რატომ იცინი?
- ბენდუქიძეზე გამეცინა, სასაცილო გვარია.
გიორგი: - არ ვიცი, ბენდუქიძე ვინ არის...
- მსუქანი კაცია...
გიორგი: - ააა, კობა დავითაშვილია ბენდუქიძე? კობას შვილები ნანახი მყავს.
- გიორგი, შენს სკოლაში იციან, ვისი შვილიც ხარ?
- დიახ, იციან და მასწავლებლები მეუბნებიან, კარგი მამა გყავსო და მოკითხვებს მაბარებენ. მიხარია, რომ მამიკო ყველას უყვარს და ამიტომაც მსურს პოლიტიკოსობა.
- დედიკოც პოლიტიკოსი რომ გახდეს, არ გინდათ?
დემნა: - არა, დედიკო შინ უნდა იყოს.
გიორგი: - ისიც გვეყოფა, მამა სულ სხვაგან რომ არის. მამა სულ ტელევიზორშია და არ გვინდა, დედაც ტელევიზორში გამოჩნდეს.
- შეყვარებულები გყავთ?
გიორგი: - მე მყავს. მარი ჰქვია და ძალიან ლამაზი გოგოა.
- რას ნიშნავს ტრიბუნა?
გიორგი: - სტადიონზეა ფერად-ფერადი ტრიბუნებია. ზევიდან რომ გადმოხედავ, საქართველოს დროშა ახატია.
- რას ნიშნავს დეპუტატი?
დემნა: - პოლიტიკას.
- რას ნიშნავს სპიკერი?
დემნა: - პიკაჩოს.
გიორგი: - არა, ბიჭო, პიკაჩო მულტფილმია და სპიკერი კი სხვა რამ.
- რას ნიშნავს ჰიმნი?
დემნა: - (მღერის) ჩემი ხატია სამშობლოოოო...
გიორგი: - ჰიმნი არის სიმღერა სამშობლოზე. სკოლაში გვამღერებენ ხოლმე.
- როგორ საქართველოში გსურთ ცხოვრება?
დემნა: - ბევრი ეკლესია რომ იყოს და ლამაზიც რომ იყოს.
გიორგი: - მინდა, ქუჩაში ნაგავი არ ეყაროს.
ნინო მაისურაძე
”ყველა სიახლე”
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/5568-qmam...amochndesq.html