#20655654 · 13 Jul 2010, 15:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მიყვარს ნისლიანი და წვიმიანი ამინდები, მთებზე რომ ჩამოთოვს ხოლმე, ირგვლივ ცივი ნესტი რომაა და ჩემ პალტოს რომ მივადგები გამოსაღებად, ერთი ჩამეღიმება და ჩავიცვამ, მერე ქუჩაში ცოტახანი ვისეირნებ, შემდეგ უნივერსიტეტის გზას გავუდგები. იქიდან დაბრუნებული კი ირგვლივ რძისფერ ცას მოვავლებ თვალს და იპოდრომზე შევიჭრები. წარსულს გავიხსენებ და გრძნობებს ავიღელვებ. შემდეგ დავმშვიდდები და სახლში წავალ. ჩემი ოთახის ფანჯრიდან მოვავლებ ირგვლივ ყველაფერს თვალს და თბილ ყავას შევექცევი. ბუხარსაც ავაგიზგიზებ და წამოვწვები. შემდეგ საყვარელი ადამიანი მომწერს და მეტყვის რომ მოვენატრე, იმავეს გავუმეორებ...
როცა კარგად დაბნელდება ბუხრის შუქზე წიგნებს წავიკითხავ. 9 საათს რომ მიაღწევს დრო გავიხედავ გარეთ და ლამპიონის შუქებზე სველი თოვლის ფიფქებს შევნიშნავ. შემდეგ ლოგინისაკენ გამოვიხედები და კალენდარი გამახსენდება, ხვალ 23 ნოემბერია-მეთქი. წმინდა გიორგის სითბო ჩამეღვრება სულში და ლოგინზე ჩამოვჯდები. შემდეგ ისევ წავიკითხავ და ჩამეძინება.
--------------------
შენ განკუთვნილო ვარსკვლავთ ბილიკთათვის შენთან რა ხელი აქვს წყვდიადს? ლაღად გაიჭერი დროის ველებს იქით ბნელი უკან დაგრჩეს შორით, ცხრა მთას იქით. შენს სხივებს ეკუთვნის სულ სხვა სამყარო, ფრთხილად! თანაგრძნობა გულს არ აკარო. მცნებად ერთი გედოს მხოლოდ: იყავ წმინდა, ვით მთის წყარო!
|