ძალიან გთხოვ, მაგ ვაკანსიებს სათითაონდ ნუ გამარჩევინებ

დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სი-თი-ი
გამოქვეყნდა: 8 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ
შპს “სი-თი-ი”, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტს და რეალიზაციას, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე
აუცილებელი მოთხოვნები:
** 22-დან 60 წლამდე მამაკაცი
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება: გაყიდვების სფეროში გამოცდილებს მიენიჭებათ უპირატესობა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** სისწრაფე და ოპერატიულობა
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, დამაჯერებლობა საუბრისას
** ინიციატივობა, აქტიურობა
** თავაზიანობა
** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
მოვალეობები:
** კლიენტების მოზიდვა და მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესახებ
** ზეპირი და სატელეფონო კონსულტაციის გაწევა
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისათვის
** გაყიდვების განხორციელება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ ფოსტაზე: mera@online.ge 2010 წლის 25 სექტემბრამდე.
ეს პირველი ქსელური მარკეტინგია თავს დავდებ
მეორე
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: მაქსიმუსი
გამოქვეყნდა: 8 სექ / განახლდა: 8 სექ / ბოლო ვადა: 8 ოქტ
კომპანიას "მაქსიმუსი" ესაჭიროება დისტრიბუტორები.
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 თვე
** სასურველია საკვები პროდუქტების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
საკონტაქტო ტელ: 54 10 20
ელფოსტა: vakansia99@yahoo.com
ამ მწირი ინფორმაციით არ ვიცი რა დასკვნა შეიძლება გამოიტანო მაგ კომპანიაზე, ნუ პირველ რიგში ის რომ HR საერთოდ არ ჰყავთ და მეორე, მემგონი საერთოდ კომპანია კი არა იქნება რამე პატარა კანტორკა.
და თუ მაგაზე მეტი ამბიცია არა გაქვს მაშინ დიპლომიც არ დაგჭირდება