chikaragua
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 183
წევრი No.: 130510
რეგისტრ.: 24-April 11
|
#26822366 · 8 Aug 2011, 14:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზაფხულის არცთუ ისე გრილი, მაგრამ მშვენიერი დღე იყო. ჩიტებს სიცხისაგან ჭიკჭიკის ტრაკიც აღარ ჰქონდათ, ნი ტო შტო ფრენის. შორს სადღაც ავისმომასწავებლად ძაღლი ჰყმუოდა, რაც ერთიორად ჰმატებდა ლორდ ჰენრს ოფლს. (მოგეხსენებათ, ლორდს საერთოდ ეშინოდა ძაღლის ყმუილის, მიკიოტის (იგივე ჭოტის) კივილის და მსგავსი ვითომც და სიკვდილის მომასწავებელი ხმების, მისი თქმით ასეთი ხმების შემდეგ უბანში უთუოდ დაიღუპებოდა ვიღაც. მაგალითიც მოიყავნა სერ სტიუარტთან ამ თემაზე კამათის დროს. იგი ეუბნებოდა სტიუარტს, რომ ერთხელ ძაღლის ყმუილი გაიგონა და იმ საღამოს უბანში 85 წლის ბებია გარდაცვლილიყო. ხოლო სერ სტიუარტის კითხვაზე: თუ რითი დაიღუპა მოხუცი, მან პასუხად მიუგო, რომ მას კიბო სჭირდა, რაზედაც სერ სტიუარტი არ შეეპუა და მკვახეთ მიუგო: "ლორდ, თქვენ ხომ არ გამოჰყლევდით, 85 წლის ბებოს კიბო თუ ჰქონდა ცოცხალი როგორ დარჩებოდა, ძაღლები კი ამ უბანში მუდამ ყმუიან"). მაპატიეთ თემას რომ გადავუხვიე - ავტ. როგორც უკვე აღვნიშნე, ზაფხულის ამ ცხელ დღეს ლორდი ოფლად იღვრებოდა. მას შვებას ჰგვრიდა ის გარემოება, რომ მისი დეიდაშვილის გერი - ელეონორა ჰყავდა სტუმრად, რომელსაც პირსახოცი გამოჰქონდა მალიმალ სუშილკიდან, რათა ლორდს ოფლი მოეწმინდა. ჭიშკარზე ნალის ხმა გაისმა... (ძველად ჭიშკარზე ზარის ნაცვლად ცხენის ნალი ჰქონდათ ჩამოკიდებული) ლორდს სახე მოეღუშა, იგი არ ელოდა დაუპატიჟებელ სტუმარს. არავისთვის სცხელოდა, თავისი გასჭირვებოდა... - ელეონორა! - იხმო მან დეიდაშვილის გერი. - გისმენ ლორდ - გამოსძახა სუშილკიდან მშვენიერმა ელეონორამ. - ვიღაც გვეწვია, ხომ არ იცი ვინაა და რა ჩემი ღლე უნდა? - არ ვიცი ლორდ, წავალ გავუღებ და ვკითხავ. ელეონორამ ხალისით ჩაირბინა კიბეები, ეგონა თავისი ლოვე იქნებოდა,რომელსაც სჩვეოდა მსგავსი სიურპრიზები, მაგრამ გაწბილებული დარჩა, როდესაც ჭიშკრის მიღმა სერ სტიუარტის მომღიმარი სახე და რამდენიმე ოქროს კბილი დაინახა, რომელსაც ერთ ხელში ყაზბენგბრაუს ჩამოსასხმელი ლუდი და მეორე ხელში მტკვრის თვიურზე გაზრდილი თევზი ეჭირა. დაბნეული ელეონორა, იმ იმედით, რომ მის საყვარელ არტურს იხილავდა, აღარ იცოდა რა მოემოქმედა. იგი სწრაფად მოეგო გონს. - გამარჯობათ, სერ სტიუარტ, რა ლორდის ღლე გნებავთ? - სერ სტიუარტი შეუმჩნევლად შეკრთა, ის არ ელოდა მსგავს უხამსობას, მაგრამ საკუთარი თავი დააიმედა: "ძალიან ცხელა და იქნებ ცუდად მომესმა?" - გამარჯობა ელეონორა, დღეს შესანიშნავად გამოიყურებით, ალბათ არტურს ელოდებით. (არტური სომხეთის ერთერთი გამოჩენილი მთავარსარდლის - სლავიკ ბაბაიანის ვაჟიშვილი გახლდათ). პასუხს არც დალოდებია სერ სტიუარტი იმის შიშით, რომ ელეონორა რამე ღლეობას მოუხევდა და მერე იძულებული გახდებოდა რომ დედის ჯუტელი ეგინა. კიბეებისაკენ მოურიდებლად მიემართებოდა სერ სტიუარტი. - ელეონორა, ლორდი სახლშია? - უკან მოუხედავად ჰკითხა სახტად დარჩენილ ელეონორას. - აბა სად ტრაკში ვიქნები ამ სიცხეში, სერ! - გამოსძახა აივანზე შეუჩნევლად მჯდარმა ლორდმა, რომელსაც ოფლი უკვე აწუხებდა და ნერვები მოშლოდა ელეონორა რომ აგვიანებდა პირსახოცის გამოტანას. - ოოჰ, ლორდ ჰენრ! რომ იცოდეთ რა სიურპრიზი მაქვს თქვენთვის, რაკამ დამიდგებოდით! - მან სწრაფად აირბინა კიბეები და ამაყად აჩვენა ლუდი და თევზი ლორდს. ამ უკანასკნელმა სიამოვნებისაგან შეჰყვირა: აააააააჰ! გაიხარეთ სერ! აქამდე არაფერი გიკისრიათ და ეხლა რა ღლე გეტაკათ?! - ოჰ, ეს სკლეროზი როგორ გაღლევებთ ლორდ, დაგავიწყდათ, გუშინ ბანქოში რომ მომიგეთ? - უი, უი, კიდევ კარგი გამახსენეთ. მაგრამ მე თქვენ 5 ლიტრი ლუდი მოგიგეთ, თქვენი კი 5-ის ნაცვლად 2 ლიტრი მოიტანეთ... - უკმაყოფილოდ გამოსცრა კბილებში ლორდმა. - ვირო მადლი მოგიდღანო, ლორდ - შეუმჩნეველი აღელვებით და შესამჩნევი სიმშვიდით დაეშვა სავარძელში სერ სტიუარტი. - ელეონორა! ორი კათხა მოგვართვი, სწრაფად! ერთი სული მაქვს როდის დავლევ ლუდს - და მობილურის ეკრანი გაწმინდა თავისი გრანდიოზული ღიპით. ელეონორამ უხალისოთ გამოიტანა ორი ბაკალი, მასაც უნდოდა ლუდის დალევა, მაგრამ ლორდს ვერ შეჰკადრა ვერაფერი. ლორდმა გახსნა ლუდი თავსაფარს დახედა და უკმაყოფილოდ გაიფიქრა - "ჩე კეთილძაღლო, რაღა ჩამოსასხმელი მოგქონდა, წამოგეღო დუქნის, იქნებ რამე მოგვეგო". შემდეგ მან ჩამოუსხა ლუდი სერ სტიუარტს. ქაფი სულ უფრო სწრაფად მოიწევდა მაღლა და მაღლა. - დროზე სერ სტიუარტ, მოხვრიპეთ, თორემ გადმოვა ქაფი. სერ სტიუარტმა თვალები მოჭუტა და სწრაფი მზერა ესროლა ლორდს და გაიფიქრა: "შე ჩათლახო" ამ უკანასკნელს კი ვერ შეემჩნია სერ სტიუარტის მზაკვრული მზერა, მან თავისი კათხა დააცერავა და ისე ჩამოასხა ლუდი, რომ ქაფი საერთოდ არ ამოსულა მაღლა. - სერ სტიუარტ! - წამოიწყო სადღეგრძელო ლორდმა - ეს იმ პოლიციელს გაუმარჯოს, ცოლს რომ თავის კვადრატში მოუდღნავენ! - მან ხმამაღლა გადაიხარხარა და გამოსცალა კათხა. - ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მთელი ცხოვრება პოლიციელი იყავით, ლორდ, და სულ რაღაც ბოლო 2 წელია რაც პენსიაზე გახვედით - შურისძიების წყურვილით დაკმაყოფილებულმა სერ სტიუარტმა მშვიდად დაცალა მისთვის განკუთვნილი ნახევრად ავსებული კათხა...
This post has been edited by chikaragua on 8 Aug 2011, 14:45
|