თავბრუსხვევაზე არსად წამიკითხავს არც გამიგია, თავის ტკივილებზე წერენ მაგრამ რა ვიცი მეეჭვება რეალური იყოს.
ვფიქრობ ფსიქოლოგიური მომენტია, განწყობის ამბავია. ეგ კი არა მოწევას თავი დავანებე და გავსუქდიო რომ იძახიან იმაზეც კი მეცინება. ( დავანებე და გავხდი პირიქით

)
3 წლის წინ შევაჩერე მოწევა 7-8 თვით, საერთოდ არ გამჭირვებია. ანუ მინდა ვეწევი არ მინდა არ ვეწევი.
ახლაც 2 თვეა აღარ ვეწევი და რა გითხრა... ჩვეულებრივად ვარ, თანაც საერთოდ აღარ მახველებს და თავსაც მსუბუქად ვგრძნობ.
ადრე რომ ვეწეოდი არ მახველებდა (წლებია ვეწევი), ახლა რა არის არ ვიცი, ან დაგროვდა ეს ნაგავი და ამის ბრალია ან კიდევ სიგარეტებია საშინელი (თუმცა ეს ორი ერთმანეთს არ გამორიცხავს).
,,დღეიდან აღარ ვეწევი" - რომ გამოაცხადებენ ხოლმე საჯაროდ

... საკუთარ თავთანაც კი არ ვამბობ ხოლმე მსგავს რამეს, არ ვიცი 1-2 წელიწადში რა იქნება და იმიტომ. ,,ნევერ სეი ნევერ" გამომივიდა მაგრამ რაღაც მხრივ მართალიცაა.
თან ზედმეტი პირობის მიცემის და ვალდებულების გარეშე შეგიძლია უბრალოდ არ მოწიო და მორჩა.
რკინის ნერვები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის არ მოწევაც ისეთივე ადვილია როგორც მოწევა.
პ.ს. ამ თემაშიც დამიწერია 3 წლის წინ ,,გადავაგდე" თქო
This post has been edited by Neverborn on 9 May 2017, 20:09