ტრადიციულად აბსენტის მომზადება ხდება სპეციალურ აბსენტის ჭიქაში, ჭურჭელში ისხმება დაახლოებით 50 მილიგრამი სუფთა აბსენტი და ჭიქის თავზე სპეციალური ნახვრეტებიანი კოვზი თავსდება. შაქრის კუბიკი თავსდება აბსენტის კოვზის ცენტრში და მასზე ვიწყებთ ყინულივით ცივი ან ყინულიანი წყლის დასხმას წვეთ-წვეთად , 1 პორცია აბსენტს უნდა დაემატოს 3 ან 5 პორცია წყალი, წყალი უნდა დაესხას დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში (წვეთ-წვეთად), იმისათვის რომ მოხდეს შაქრის ნატეხის კარგად გახსნა სასმელში და მიღებული ეფექტის მაქსიმიზაცია. ამ პროცესის განმავლობაში თავს იჩენს ის ზეთები რომლებიც შედის ანისის, ანისულის, კამის, ცერეცოსა და ბადიანი ვარსკვლავას შემადგენლობაში, აბსენტის კოქტეილი წყლის რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო აიმღვრევა და გახდება მომწვანო რძისფერი (სითხეში 5 სანტიმეტრის სისქის პირობებში შუქი ატანს).
აბსენტის მომზადება შესაძლებელია ასევე ჩვეულებრივ ჭიქაში, სარიტუალო აბსენტის კოვზის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ნასვრეტებიანი სუფრის კოვზი ან ჩანგალი.
იმ ხალხს რომლებიც პირველად სვამენ აბსენტს შეიძლება აღენიშნოს მცირე დისკომფორტი დალევის დროს და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მომხმარებელმა ვერ გააცნობიეროს ტუჯონის ეფექტი. საერთო ჯამში აბსენტის ეფექტიანობა უფრო და უფრო იზრდება იქედან გამომდიანრე თუ რამდენად ხშირად მოიხმარს მას მომხმარებელი.
არჩილ კუბლაშვილის აბსენტის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს 3 ძირითადი სახის პროდუქციას, რომლებიცაა
1 მწვანე აბსენტი -ტრადიციული შვეიცარიული რეცეპტურით -მიღებულია ნატურალური კოლორიზაციით და სამჯერადი გამოხდის გზით
2 შავი აბსენტი - დამზადებულია ჩეხური რეცეპტით, ნაზავში შერეულია ლავანდისა და გვირილის ნაყენი რაც მასში ტუჯონის შემცველობას ზრდის 200 მილიგრამამდე.
3 ვადრისფერი აბსენტი - ეს არის შვეიცარიული აბსენტის სპირტში არეული ცხენისმუხლა (EPHEDRA) ნაყენი; ცხენისმუხლა თავის მხრივ არის მცენარე რომელიც ადრენალინის მცენარეულ შემვვლელს შეიცავს და ტუჯონთან ერთად იძლევა წარმოუდგენელი სიძლიერის ეფექტს.
სამივე პროდუქტი შესაძლებელია რომ გამოყენებული იქნეს აბსენტის ტრადიციული კოქტეილის მისაღებად.
http://ka.wikipedia.org/wiki/აბსენტი