სანახავი მანდ არაფერია. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი მიწასთან გაასწორეს გერმანელებმა და მთელი ქალაქი თავიდანაა აშენებული და გადაკრასკული... ისტორიულს ვერაფერს ნახავ. მაქსიმუმ "ნოვი სვეტ"-ზე ისეირნო (ქუჩაა ქალაქის ცენტრში მდგარი ერთად ერთი ხის გაგრძელებაზე

). "ძველი ქალაქი" და ებრაელების უბანი ცოტა ლამაზია, მაგრამ ეგეც თავიდანაა აშენებული. გასართობად ერთად ერთმა, რამაც შეიძლება განუგეშოს, სავაჭრო ცენტრი არკადიაა და პარასკევს და შაბათ ღამით დისკოტეკები. კვირის შუაში არც იფიქრო ვარშავაში ჩასვლა, "უპონტობით" გული წაგივა

ისე, ულამაზო ქალაქი არაა
ვარშავაში თუ წახვალ, მატარებლით 3 საათის სავლელზე არის ულამაზესი და ისტორიული ქალაქი კრაკოვი. ვარშავას ბევრად ჯობია და სანახავად და დასათვალიერებლად ულამაზესი ქალაქია, მაგის უნახავად პოლონეთიდან არ წამოხვიდე, თორე ჩათვალე რომ არაფერი გინახავს

ვაველის ციხესიმაგრეც მანდაა და ულამაზესი ადგილებია მართლაც. კრაკოვს ომის დროს ფრიცები არ შეხებიან და ისტორიული უბნები ხელუხლებლადაა შემორჩენილი. თუ მაინცდამაინც პოლონეთში გინდა წასვლა, ვარშავის დედაც

პრაღაში გერევა გენაცვალე

ვარშავის სილამაზემ არ გაიშვას არსად

თუ სილამაზე გინდა, პრაღაში წადი, პარიზს არ ჩამოუვარდება არაფრით, თუ არ ასწრებს პირიქით

მე რაც ვნახე, საუკეთესო პრაღა იყო მათ შორის და დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი ისევ... მენატრება ეგ ქალაქი

P.S. ყველაფერი ზემოთ თქმული პირადი გამოცდილებიდან დავწერე, მანყოფი ვარ ვარშავაშიც, კრაკოვშიც და პრაღაშიც და ვინაიდან სიაში მხოლოდ ვარშავა და მიუნხენი არიან, ჩემი ხმა
ამას
ხოდა, ამდენი წერის მერე წავიკითხე რომ მხოლოდ 9 საათი გქონია მაქსიმუმ

მაგრამ არაუშავს, მომავალშიც იქნებ გაგიჩნდეს ეგ შეკითხვა და ჩემი აზრი უკვე გეცოდინება
This post has been edited by ikaveru on 25 Sep 2011, 23:59
აგია ცხოვრება სიმონ???...