http://www.presa.ge/new/?m=society&AID=9299ალბათ, გაგიგონიათ ფრაზა – „არ მჯერა რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, მაგრამ იმისიც არ მჯერა, რომ ამხელა კოსმოსში სიცოცხლე და ცივილიზაცია მხოლოდ დედამიწაზეა“, თუ მსოფლიოში სკანდალურობითა და ასპროცენტიანი უტყუარობით განთქმულ ინტერნეტსაიტ “ვიკილიქსის” მიერ გავრცელებულ და დადასტურებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ამის შემოწმების საშუალება, სულ რაღაც ორ თვეში გვექნება.
კვლევითი ცენტრის SETI–ს ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწას უცხოპლანეტელთა სამი გიგანტური ხომალდი უახლოვდება. წინასწარი გამოთვლებით, ჩვენამდე ისინი დაახლოებით ორ თვეში მოაღწევენ. მეცნიერებმა ინფორმაცია საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე მოიპოვეს, რისთვისაც ამერიკული სამხედრო სადაზვერვო კოსმოსური სისტემებიც გამოიყენეს.
ამერიკულმა პრესამ, ამ მოვლენისათვის მოსახლეობის მორალური შემზადება უკვე დაიწყო. უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლის მიზეზი, თავისთავად, უცნობია, ამიტომ პრესაში სხვადასხვა ვერსიები გაჩნდა. ასე მაგალითად, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Guardian–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „უცხოპლანეტელებმა შესაძლოა კაცობრიობა გაანადგურონ“.
„ურთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში, ჩვენ მათგან დიდი ცოდნის მიღება შეგვიძლია, ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, მაგრამ თუ უცხოპლანეტელებს კაცობრიობისათვის ზიანის მიყენება აქვთ გადაწყვეტილი, მაშინ სულ იოლად დაგვიმონებენ, საკვებად გამოგვიყენებენ, უცნობ დაავადებებს გაგვივრცელებენ და ა.შ. ეს ყველაფერი კი, შესაძლოა, საშინელი ომის დაწყების საფუძველი გახდეს. “ – წერს The Guardian–ი.
როდესაც SETI–ს მკვლევარებმა ზემოთაღნიშნული ინფორმაცია გაავრცელეს, ექსპერტებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ ყველაფერს, უბრალოდ, მეცნიერთა ერთი ჯგუფის ფანტაზიის ნაყოფი უწოდეს. მათი თქმით, უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლა რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს, დოკუმენტები და ფოტოები აუცილებლად უმაღლეს დონეზე იქნებოდა გასაიდუმლოებული. ამ შემთხვევაში კი, ისინი აუცილებლად ჩაუვარდებდა ხელთ „ვიკილიქსს“.
„ვიკილიქსმა“ უცხოპლანეტელთა დედამიწასთან მოახლოების ფაქტი, სულ რამდენიმე დღეში დაადასტურა. საიტის მიერ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, სკეპტიკოსი ექსპერტები ერთბაშად ჩაჩუმდნენ. საიტზე გამოქვეყნებულ გასაიდუმლოებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უცხოპლანეტელ მზვერავთა შემოსვლა უკვე დაწყებულია. საბრძოლო კოსმოსური ხომალდები ალიასკაზე დააფიქსირეს. სამი უზარმაზარი ხომალდის ჩამოსვლა კი, პირდაპირი შემოჭრა იქნება.
ინფორმაციას, რომ დედამიწის მიმართულებით მართლაც მოფრინავს უცხოპლანეტელთა სამი ხომალდი, სკანდალურობით განთქმული საიტი, სპეცსამსახურებისგან მალულად მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ადასტურებს.
ისე გაასწორებს მოვიდნენ ტო

'
----
ჩასწორდა დეზინფორმაციული სათაური!
ვიკილიქსი არა, პრესა.გე ავრცელებს ამ ბოდვას
This post has been edited by WolfSpell on 29 Sep 2011, 15:06