ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო: 103 წელი სექსის გარეშე
მარ 11 19:18 2188 103 წლის კოვენტრელი გლედის გოუ აცხადებს, რომ ინტიმური ცხოვრება მას არასოდეს აღელვებდა; ამას გარდა – არასოდეს არ მოუწევია, მაგარ სასმელებს არ ეტანებოდა და არ ყლაპავდა ტაბლეტებს... თუმცა, აქვე აღიარებს, რომ უყვარს მსუყედ სადილობა.
„მე არასოდეს ვყოფილვარ გათხოვილი, არ მქონია ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან – ალბათ ამიტომაც მოვატანე აქამდე, კაცებს რომ არ ვაშლევინებდი ნერვებს!“ – ამბობს ხანდაზმული ქალბატონი The Sun-თან საუბარში.
მისი განცხადებებიდან არ უნდა დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა – მთელი ცხოვრების მანძილზე მოგზაურობს და ნახევარი მსოფლიო აქვს მოვლილი, თავის დასთან, ედნასთან ერთად, რომელიც 85 წლისა გარდაიცვალა. „მამაკაცები გამუდმებით ცდილობდნენ ჩვენთან დაახლოებას, მაგრამ ჩვენ ვმოგზაურობდით და მათ ყურადღებას არ ვაქცევდით.“ – იხსენებს გლედისი.



