სასამართლომ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, მოწინავე პოლონურ ბანკ Pekao S.A.–ს დააკისრა 2,5 ათასი დოლარის კომპენსაციის გადახდა და პატიების თხოვნა პენსიონერისათვის, რომელსაც არ მისცეს ტუალეტით სარგებლობის უფლება, ამ ბანკის ერთ–ერთ განყოფილებაში.
ასე მოიგო სარჩელი 83 წლის იოზეფ გლუხოვსკიმ.
საქმე კი შემდეგში გახლდათ – ბანკში ყოფნის დროს გლუხოვსკის უთხოვია ტუალეტში შესვლის უფლება. დაცვის წარმომადგენელს არ შეუშვია და უკითხავს – უსახლკარო ხომ არა ხარო... მოგვიანებით, როდესაც, როგორც იყო, შეუშვეს უნიტაზიან სათავსოში, ახლა კაბინა დახვდა უშუქო – სინათლე ყოფილა გამორთული. ჯერ ხომ, ეტყობა, მანამდე ვერ მოასწრო თავის შეკავება და აქაც რომ ბნელი საპირფარეშო მოხვდა, ხეირიანად ვერ უპატრონა თავის თავს და ერთიანად ამოისვარა.
„მე ვერ შევძელი სახლში ავტობუსით გამგზავრება, იმიტომ, რომ ნამეტნავად ვყარდი“ – ჩიოდა პენსიონერი.
ბანკის მოხელემ თავი იმართლა სასამართლოზე, რომ „ბანკი არ არის მოვალე, ტუალეტით უზრუნველყოს პენსიონერი“. მოსამართლის განაჩენი კი გულისხმობდა – ბანკმა პენსიონერი დაამცირა და შეურაცხყო!



საღამოს გავარკვევ ჩემი წამოსვლის საკითხს