ვინმემ მიშველეთ ხალხი არ ხართ?
აღმომიჩინეთ ფსიქოლოგიური დახმარება
მანუგეშეთ
ან გამთიშეთ ისე რომ არაფერი მესმოდეს
მყავს ქათამი თანამშრომელი რომლის ახლო-მახლოც მიწევს ჯდომა და ხანდახან უნებლიედ მისი საუბრის მოსმენა. იმიტომ რომ ძალიან მაღალ ხმაზე ლაპარაკობს და თან ახლოს ზის ჩემთან

ხან ცოტა გვიან მიწევს გასვლა და ხალხისგან რომ თავისუფლდება ოთახები ამ ადამიანის ხმა უფრო ხმამაღლა ისმის.
ის კი მხოლოდ გათხოვებაზე და თავის შეყვარებულზე ლაპარაკობს(რომელმაც კოცნა აკადრა და ვარესს ვერც აკადრებს

)
სამაგიეროდ ეს იწუწუნებს რომელიმე ძვირფას ბიჟუტერიაზე ან რამე ასეთზე და ის მოუცუნცულებს
ამის არჩევას კი ხომ უნდა ხმამაღალი კომენტარები

დიდი შანსია, რომ ავღშფოთდე
ძალიან დიდი შანსი
რაც არც მინდა და არც მაწყობს
არ ვიცი რა ვქნა
ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში ხომ არ ვივლი
ცუდად მხდის როგორც მისი აზროვნება ისე მისი ხმის ტემბრი
როგორ გავაჩუმო
ან
აქ მაინც ვიწუწუნებ იქნეებ მომეშვას
