კაროჩე ბრატცი და დატცი მოვედი ხოდა
ფეხსაცმელებმა მომკლა,ხელმოწერას ქორწინების სახლში გავუძელი მაგრამ იქიდან რომ გამოვედი მივხვდი რომ ფეხებს გავჭიმავდი
სამებაში რომ ავედი იქ გავიძრე ფეხსაცმელები და ფეხშიშველმა ვიტყლაპუნე,თუ ვინმეს გინდათ გაიგოთ რა არის "შვება სასწაული" ფეხსაცმელები ჩაიცვით,ქუსლიანი.თან რომ გიჭერდეთ,დიდხ ანს იარეთ და მერე გაიხადეთ,აი ეგეთი საკაიფო გრძნობა არაფერია.
ხო,არ მიცეკვია.მარტო ვიჯექი მაგიდასთან და ვსკდებოდი.თავიდან კი ვგზავნიდი სმს-ებს ზევსთან მეხი დამეც და მომკალი მეთქი,მაგრამ რომ დავლიე (თან საკმაოდ ბევრი) მივხვდი რომ აშკარად მეკიდა და ბევრიც ვიცინე საცეკვაო მოედანზე მოთანთალე ღიპებზე.რამდენ საგიFე მასალა გაიჩითა თქვენ არ იცით მაგრამ ოპერატორი მე არ ვიყავი
სამწუხაროდ სულ ხორციანი საჭმელი იყო და დაახლოებით სამი ტონა იმერული და ოთხი ტონა ნამცხვარი ვჭამე მთელი დღის მშიერმა
უნდა აღვნიშნო რომ სულ ცოტა 20-ჯერ მიწოდეს მანდილოსანი

სიძე-პატარძლის მთვრალმა ნათესავებმა
არ მევასება ქორწილები ,მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ უხარია და კმაყოფილია დღევანდელი დღით,ხო და მკიდია.ის თუ კმაყოფილია მე რაღა მაქვს საწუწუნო.მისი დღE იყო და კარგია რომ გაიხარა