"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
- ჩიგოგიძე!
- ვარ, მასწავლებელო!
- კალანდაძე!
- აგერ ვარ, მასწავლებელო!
- სიხარულიძე!
- ავად გახდა, მასწავლებელო, და ჭყონიამ, ცენტერაძემ, ბურჭულაძემ, ქორიძემ,
ნინიძემ და ღლონტმა გააცილეს სახლში.
- მთელი კლასი ვერ გაყევით ? - იკითხა გულჩვილმა მასწავლებელმა.
- ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორე მივყვებოდით.
- ვაშალომიძე, ვაშალომიძე, ვა-შა-ლო-მი-ძე ! - ყვირის მასწავლებელი.
- აქ ვარ, პატივცემულო მასწავლებელო.
- მასეთი ყოფნა და არყოფნა ერთი და იგივეა!
- ყოფნა-არყოფნა, საკითხავი, აი, ეს არის! - ამბობს რომული კალანდაძე.
- რომული კალანდაძე, გაბრძანდი გარეთ !