მე არ ვიჩემებ რომ პროფესიონალი ვარ ფეხბურთში, თუმცა მგონია, რომ ელემენტარულად ბურთის გაჩერებას, დამუშავებას, პასის მიცემას, გახსნას ნაკრების მწვრთნელი ვერ ასწავლის ფეხბურთელს. ფინეთთან მატჩში თუ იყავით ნახავდით რა საშIნელი სიტუაცია გვაქვს, ელემენტარულად ბურთს ვერ აჩერებდნენ, 10 მეტრში პასს ვერ აძლევდნენ, ამის მერე რა სტრატეგიაზეა საუბარი ან კომბინაციურ ფეხბურთზე.

ქეცბაიამ ალბათ სწორი გათვლა გააკეთა, რომ დაიწყო დაცვის აწყობა, გაცილებით ადვილია გუნდი ათამაშო ჩაშლაზე ამ კონტიგენტით და იქნებ წინ რაიმე გამოგივიდეს, ვიდრე კომბინაციური ფეხბურთი ათამაშო.