1. თემა არ ეძღვნება თინა მახარაძის პიროვნებას და მის განხილვას
2. თემის მიზანი არ არის ვინმეს შეურაცხყოფა
პოსტები შინაარსით: "ეგ ბოზი", "საოხრექალა" და ა.შ. არის თემის არსთან და მიზანთან სრულიად შეუთავსებელი და არ ეხმიანება ავტორის ღრმა ჩანაფიქრს
თემის დიადი და ნათელი მიზანი:
თანამედროვე "ცისფერყანწელების" ან უფრო მართებული იქნებოდა "ცისარტყელაყანწელების" და მათი სულისკვეთების ჯანსაღი კრიტიკა
მოგეხსენებათ, საკმაოდ იმატა ისეთი ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ღიად საუბრობენ ეროვნულ მანკიერებებზე, ხშირად მაღალინტელექტუალური ტონით განიხილავენ ამ თემებს სხვადასხვა ჭრილში, როგორიცაა ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, სოციალური, რელიგიური თუ სხვ.
საუბარი უმეტესად ეხება ერის მანკიერ მხარეებს, როგორიცაა სტერეოტიპული აზროვნება, გაუნათლებლობა და ა.შ. რასაც ზემოხსენებული საზოგადოება აღნიშნავს ყოვლისმომცველი ტერმინით "სიბნელე".
ხშირად მათი აზრები არცთუ შორსაა რეალობიდან და პირიქით, სწორედაც რომ ზუსტად ასახავს მას.
მაგრამ არის რამდენიმე მაგრამ:
1. ამ საზოგადოების წევრები ხშირად მოდიან წინააღმდეგობაში საკუთარ იდეოლოგიასთან(ე.წ. ორმაგი სტანდარტი) მაგ. აპროტესტებენ სიძულვილს, თუმცა ამავე დროს გამოხატავენ სიძულვილს სიძულვილის გამომხატველებისადმი.
2. მათი კრიტიკა არ არის ჯანსაღი, რადგან კრიტიკის მიზანი მხოლოდ კრიტიკაა და არ ემსახურება მათ მიერვე განხილული პრობლემების გადაჭრას.
3.
ტრაკი