მოდი, მომკიდე ხელი, ისე რომ მე ვიღაც ქალს ველაპარაკებოდე მოხუცს წინ კი დიდი პარკი მედოს იასამნისფერი, შიგ ათასი სისულელით სავსე.
მომკიდე ხელი მე კი იმ უცხო ქალის სახეს მივაჩერდები, მოსაცდელივით და შენსკენ გამოხედვის მომერიდება, ....................მხოლოდ ხელით გგრძნობ რომ არ მეჩვენები, როგორ მეშინია გამოხედვის და ამიტომ იმ ქალთან დამშვიდობებას ვახანგრძლივებ "კარგად ბრძანდებოდეთ" ვახანგრძლივებ ხომ, იმიტო რო მერიდება., ჰო მერიდება თვალებში შეხედვის, ისეც..ყელაფრის მერიდება..მხოლოდ თვალს მოგავლებ და მაინც ვერ გხედავ... ვნერვიულობ ვნერვიულობ.......... მეშინია...... და აი ამ წუთას პირველად ვიაზრებ რომ შმეშინია, რომ სულელურად ვიქცევი. მაგრამ ფეხები მაინც სადღაც მიდიან , გუშინდელი ნაფიქრი დღეს გრძელდებოდა და ვერც მე ვჩერდები....რა ვუყო............

იმ დღის მერე არასდროს შემიწვეტია ეს უმისამართო სიარული შენთან ერთად, მხოლოდ ერთXელ შევკრთი, საზამთროს დროს, როცა დავინახე რომ შენც შეიძLება დაგემართოს რამე.არ შემშინებია იმის რაც დავინახე.უბრალოდ იმ აზრის შემეშინდა როცა ეს მოხდა და დავინახე, რომ შენც შეიძლება რამე მოგივიდეს, ამ აზრის სულ შემეშინდება, ახლაც, ამწუთს.....
------------------------------------------
საოცარია როცა ვინმე საკუთარ თავზე მეტად გიყვარს, ადამიანისთვის რომელიც ცხოველური ინსტიქტებითაა თითქმის აგებული, სამყაროში სადაც ძლიერი იმარჯვებს ყოველთვის...ასეთი რამ წარმოუდგენელიაა..... შენ წარმოიდგინე და ბევრი ზრდასრულისთვისაც კი......
მაგრამ დამემართა ჰო ჰო, დამემართA და შენ არ ხარ ყოჩაღი, არც მე. არ ვიცი რატო........
ჩვენი ნაპერწკლები ერთმანეთს ჰაერში ხვდება და თითქოს ტაშს უკრავს, აქეთ იქით ვირევით თIთქოს ვცეკვავთ, უსიტყვოდ ვლაპარაკობთ, და ამდენი რამე.როგრო ჩავატიო ამ პატარა ფრაზაში მე შენ მიყვარხარ........არ შემიძლია..განა ისაა რასაც სხვები განიცდიან ამის თქმისას....არა....რათქმაუნდა არა....