შენს სითბოს სიცივეშიც ვგრძნობ, როგორ შემავლებ ხოლმე ხელს ქუჩაში ან ფანჯრიდან როცა ვერ გხედავ .... იმასაც ვგრძნობ როცა ჩემზე გეფიქრება.....
ჩემში ისეთივე სითბოა შენი, როგორიც გამთბარი ქვები მზის ჩასვლის შემდეგ, და ის ყველა ხაზი რომლითაც ისინი შორეულ თბილ სინათლეს უკავშირდებიან, იასამნისფერ შეპარებულს......
ჩენს ხელებში, შენი ლანდია, შენს სითბოს ყველა კედელზე ვეძებ...
შენი თვალები ჩემს ტანს ატყვია, ვიცი სულ მიმზერ, მაგრამ სად ხარ? სად? საით?/
ყველაზე ტკბილია ხვალე, გეღიმება და აი გამთბარხარ უკვე.........
.........

ამდენ ხმაურში შენი ფეხის ხმა მესმის, ჯერ არ ჩამხუტებიხარ და აი უკვე გავთბი.......უკვე .........
ნეტავ იყო... ნეტავ აქ ახლოს იყო,, ფეხშიშველი პატარა ბავშვივით გამოვიქცეოდი შენს ჩასახუტებლად, რომ დავეცე და ვკვდებოდე მაინც ავდგები და გავაგრძელებ გზას შენსკენ
იცი რა მიკვირს? როგორ შეიძლება სიტყვებით ასე ზუსტად ვეცადო ასე ზუსტად გადმოვცე ეს გრძნობა და მაინც ასე დაგამახინჯო..
არასდროს გეტყვი რომ მიყვარხარ, რადგან ჩვენ უფრო მაღალი და ლამაზი გრძნობები გვაქვს....
რატომ არ მანებებ თავს, მე ხომ ასეთი ცუდი ვარ და როცა შენგან მივდივარ შენი სითბო მიწვავს ზურგს,და სადაც არ უნდა წავიდე ისევ შენ ხარ.... როგორც მზე...
და შენ რომ არა......... შენ რომ არა არც მე ვიქნებოდი, დამიჯერე, არ ვიქნებოდი
This post has been edited by his_girl on 27 Oct 2014, 19:01