რაგბზე მაგარი თამაშის ##### მო####

ჯერ ერთი ძნელია მოძებნო გუნდური სათამაშო სპორტის სახეობა, სადაც ფაქტიურად ყველა აღნაგობის სპორტსმენი საჭიროა

ფეხბურთი ხო ძალიან მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ სპორტის ამ სახეობამ ისე გამიტაცა, რომ N1 გახდა ჩემთვის სანახაობრივად. რა ჭიდაობა რა ხოცვა-ჟლეტა რაგბში ისეთი ლამაზი მომენტებია ხოლმე, რომ რონალდოს და მესის ფოკუსნიკობა 0 ის ტოლია იმასთან. თან მაგრად ასწორებს, რომ ქართველებს საკმაოდ კარგად გამოგვდის. გასაგებია ზელანდია- ინგლისის და მსგავსი ბობოლების დონესთან ახლოსაც ვერ მივალთ, მაგრამ იყო მსოფლიოს საუკეთესო 15 გუნდში- ეს არცთუ ისე ცოტაა. თან ძალიან მახარებს, რომ პროგრესს განვიცდით და მჯერა შორს არაა დრო, როცა ათეულში შევალთ. რაც შეიძლება მეტი ბავშვი უნდა მივიდეს რაგბში და მოსინჯოს ძალები, სპორტის ეროვნულ სახეობად უნდა იქცეს ეს მართლაც ულამაზესი თამაში