ნესგე და სხვა მომხმარებლებოი გილოცავთ ახალ წელს და ბედობას, მრავალს დაესწარით, ჯანმრთელობას და ბედნიერებას და ყველაფერს კარგს გისურვებთ, ხვავს ბარაქას და ასევე თოვლის მოყვარულებს თოვლი დაგბედებოდეთ..
ნესგე ეგებ ცოტა ისე ადამიანურ ენაზე არა თოვლის ტერმინებიზთ რომ აგვიხსნა რა მოხდა რეალურად., მოკლედ ესეთი სიტუაციააა, თოვლი მოვიდა ბათუმში საკმაოდ დიდი რამის 40 სმ, ასევე გურიაში, თოვლია ასევე თბილისს რომ გაცდები სართიჭალაში, არა ძალიან დიდი მარა 10 სმ კი იქნება, ასევე საგარეჯოში, კაი მუხლებამდე თოვლია ყვარელში, თელავში და კიდევ უფრო დიდი ლაგოდეხშიო..ასე ეწერათ ვიღაცეებს, ასევე კიდე სხვა წერტილებია დუშეთი, ჟინვალი, გუდააური, ყაზბეგი, სვანეთი, ნუ ეგენი ისედაც ზღვის დონეზე მაღალია და მანდ არცაა გასაკვირი რომ მოსულიყო. კიდე რაჭაში.. სხვათა შორის დიდი თოვლი არაა ხაშურში და რიკოთზე..კიდე კაი თოვლი მოვიდა მარნეულსა, წალკასა და მაგ მიდამომებში.
ანუ რეალურად რა მოხდა ფორეკა შეცდა თუ ღრუბლები გაიფანტა თოვლი რომ არ ეღირსა არც თბილისს არც რუსთავს და აქეთ იქით მიდამოებს, ანუ გრუბად მცხეთიდან გომბორის გადასახვევამდე თოვლი არსად ყოფილა? წუხელ რუსთავში დაიწყო ესე ღამის 2 საათზე და კარგად ითოვა დაახლოებით 1 საათი, და დადო ლაითად. მანამდე ისე ანუ თოვლი გეგონებოდა ციდან კი არ მოდისო, აი თითქოს ქარი რომაა და ფანტელები მოჰქონდა..ეგეთ პონტში იყო..
პ..ს აქვე კიდე გეტყვი იმასაც რომ თოვლი ნუ დიდი არა მაგრამ დაახლოებით 20 სმ-მდე მოვიდა სტამბულში.
და კიდევ ძაალიან სერიოზული თოვლი ნუ ბათუმისნაირი არა მაგრამ დაახლოებით 30-40 სმ მოვიდა ჩვენ მეზობელ სასომხეთში. აგე ერევნის ფოტოა..
მიმაგრებული სურათი