» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ძვირფასო მომხმარებლებო! კავკასუს ონლაინის ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის გადახდისას თქვენ ქულებს აგროვებთ და ამ ბონუს ქულების გამოყენება ჩვენი სერვისების, ან სხვადასხვა შემოთავაზებების შესაძენად შეგიძლიათ. გაეცანით ბონუს ქულების დაგროვებისა და დახარჯვის წესებს:
ქულების დაგროვების წესები:
ქულებს აგროვებს ოპტიკური ინტერნეტითა და ორმაგი შეთავაზებით (ინტერნეტი + ტელევიზია) მოსარგებლე ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს კორპორატიული და/ან სხვა სახის ფასდაკლება, გარდა წინასწარი გადახდით მიღებული ფასდაკლებისა;
ქულების დაგროვება შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ კავკასუს ონლაინის მიერ მიმდინარე პერიოდში შეთავაზებული სერვისებით ანუ ოპტიკური ინტერნეტისა და ორმაგი შეთავაზების ამ დროისათვის არსებული პაკეტებით;
მომხმარებელი ქულებს აგროვებს მხოლოდ სააბონენტო გადასახადის დაფარვისას;
ქულები არ გროვდება ინსტალაციის საფასურის, კავკასუს ტვ–ის დამატებითი დეკოდერით სარგებლობის, VOIP–ის და სხვა მომსახურებების საფასურის გადახდის შემთხვევაში;
ერთი გახარჯული ლარი 0,5 ქულაა;
თუ მომხმარებელი ინტერნეტის ან ორმაგი შეთავაზების გარდა სარგებლობს კავკასუს ონლაინის სხვა სერვისებით, მას ქულები ერიცხება მხოლოდ ინტერნეტის ან ორმაგი შეთავაზების სააბონენტო გადასახადის დაფარვისას.
ქულების დახარჯვის წესები:
მომხმარებელი ქულებს ხარჯავს მხოლოდ კატალოგში მითითებული სერვისების შესაძენად;
ქულების განულება ხდება ყოველი 25-ე თვის 15 რიცხვში, რის შემდეგაც ქულების დარიცხვა იწყება თავიდან;
ქულების ჩუქება სხვა მომხმარებლისათვის დაუშვებელია;
გამოყენებული ქულები მომხმარებელს აღარ უბრუნდება;
მაღალფასიანი პაკეტის ქულებით შეძენის შემთხვევაში, თქვენს ანგარიშზე სრულად უნდა იყოს იმ პაკეტის სააბონენტო გადასახადის ექვივალენტური თანხა, რომლითაც მაღალფასიან პაკეტზე გადასვლამდე სარგებლობდით, წინააღმდეგ შემთხვევაში სერვისის შეძენა შეუძლებელია;
მაღალფასიანი პაკეტის ქულებით შეძენის შემთხვევაში დაუშვებელია ერთი თვის მანძილზე დაბალფასიან პაკეტზე გადასვლა, ხოლო მომსახურების გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება;
მაღალფასიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სერვისის დავალიანების გამო გათიშვამდე მოახდინოს კავკასუს ონლაინის სატელეფონო მომსახურების ან სერვის ცენტრის ოპერატორებთან დაკავშირება და გააქტიუროს ინტერნეტის მისთვის სასურველი პაკეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად გააგრძელებს იმ პაკეტით სარგებლობას, რომელიც ქულების გამოყენებით შეიძინა;
ქულების გადაცვლა შემდეგი სქემით არის შესაძლებელი:
სიჩქარის გაზრდა ზედა პაკეტის სიჩქარემდე 3 თვით - 135 ქულა
სიჩქარის გაზრდა ზედა პაკეტის სიჩქარემდე 6 თვით - 270 ქულა
ინტერნეტ პაკეტზე 5 ლარიანი ფასდაკლება 3 თვით - 135 ქულა
ინტერნეტ პაკეტზე 5 ლარიანი ფასდაკლება 6 თვით - 270 ქულა
27 ლარიან მინიმალურ პაკეტზე უფასოდ ჩამოსვლა - 600 ქულა